3 დღის წინ ყველასთვის კარგად ცნობილმა ბენდმა Coldplay ახალი სიმღერა გამოუშვა. სიმღერის “Higher Power” პრემიერა კოსმოსში შედგა, რის შემდეგაც ჯგუფმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (ISS) დედამიწის ხედიც მიიღო.
სიმღერის დებიუტისთვის Coldplay ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტთან, ტომას პესკეტთან თანამშრომლობდა. პრემიერის შემდეგ, მუსიკალური ვიდეო დედამიწას სატელიტის საშუალებით გადაეცა.
პესკეტი გახდა პირველი და ერთადერთი ადამიანი კოსმოში, რომელმაც Coldplay-ს ახალი სიმღერა მოისმინა. ბენდის სოლისტმა, კრის მარტინმა ამ ფაქტს “ერთკაციანი კონცერტი” უწოდა.














