27
Dec
2019

გათბობის ბალიში, რომელიც თქვენი საჯდომის სითბოზე ზრუნავს – COLDPROOF

27 Dec 2019

veon
veon


ზამთრის პერიოდში, სეირნობისას ჩამოჯდომას თუ გადაწყვეტთ, ან სხვადასხვა დაწესებულების მოსაცდელის ცივ სკამებთან მოგიწევთ შეხება, აუცილებლად წააწყდებით ერთ არც თუ ისე პატარა დისკომფორტს. პირდაპირ რომ ვთქვათ – საჯდომის გაყინვას. სხვა მხრივ, შეიძლება თქვენს მოპედზე, ან მოტოციკლზე ჯდებოდეთ და იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ. სწორედ ამიტომ, ჩვენს საჯდომებსა და კომფორტზე ზრუნვის მიზნით შეიქმნა COLDPROOF – გათბობის ბალიში, რომელიც ფოუერბანკზე, ან ლეპტოპზე მიერთებისასვე სითბოს გამოყოფს და ამტკიცებს, რომ მხოლოდ სიყვარული როდია ის, რაც გვათბობს.

მისი შემქმნელების თქმით, ტექნოლოგია, რომელიც მოწყობილობაშია გამოყენებული NASA-ს ეკუთვნის – ბალიშზე სითბო მხოლოდ იმ ადგილზე კონცენტრირდება, სადაც ზიხართ, ანუ ნაწილდება თქვენზე მორგებულად და ენერგიაც უმიზნოდ არ იკარგება. როგორც COLDPROOF-ის შემქმნელი კომპანია Seat Comfort Systems-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, პროდუქტის შეკვეთა 43 დოლარიდან შეგიძლიათ.

განხილვა