2
Oct
2019

აპლიკაცია, რომელიც ძუძუს კიბოს ადრეულ დიაგნოსტირებაში დაგეხმარებათ

2 Oct 2019

veon
veon


Breast Cancer Foundation NZ-სა და Colenso BBDO-ს პარტნიორობით შეიქმნა მულტისენსორული აპლიკაცია Pre check, რომელიც ჰაპტიკურ (შეხებასთან დაკავშირებულ) ტექნოლოგიასა და ინტერფეისს იყენებს. რაც ნიშნავს, რომ აპლიკაცია აღიქვამს როგორც შეხებას, ასევე ხმას, 3D მოძრაობასა და მზერას. მულტისენსორულობის მეშვეობით, აპლიკაცია ეხმარება ქალებს გაიგონ და ამოიცნონ მკერდის კიბოს ცხრა სიმპტომი, ადრეულ სტადიებშივე.

აპლიკაცია, როგორც ერთგვარი საგანმანათლებლო ინსტრუმენტი, საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს ინფორმაცია ძუძუს კიბოს სიმპტომებთან დაკავშირებით და ამასთან, შეამოწმოს საკუთარი სხეული, მსგავსი სიმპტომების ქონის შემთხვევაში. Pre Check-ში ჩაშენებულია თვითშემოწმების გიდი და ყოველთვიური შეხსენება, იმ შემთხვევაში, თუ მას დააყენებთ.

Pre Check ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ასევე, iOS-ის მომხმარებელთათვის.

განხილვა