24
Apr
2018

თეთრი კბილები 80-იანებიდან – Colgate-ის პრინტ კამპანია 

24 Apr 2018

მიუხედავად მუდმივად ცვალებადი მოდის ტენდენციებისა, მაინც არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ყველა დროში, ნებისმიერ ჩაცმულობასთან, თმის ვარცხნილობასთან თუ აქსესუარებთან ერთად, ყოველთვის აქტუალურია – თეთრი კბილები. Colgate-მა ამის შესახებ ახალი სარეკლამო პრინტ კამპანიით შეგვახსენა და აქვე, თავის დამსახურებასაც გაუსვა ხაზი. სააგენტო Red Fuse-ის მიერ მომზადებული პოსტერები 80-იანი წლების სკოლის ფოტოალბომის სტილშია შექმნილი.

განხილვა