Colgate – ვფიქრობთ, ეს ბრენდი გეცნობათ. $63.15 მილიარდიანი კორპორაცია თავის პროდუქტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყიდის და ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ბრენდებს შორისაა. მისი დაფუძნება ინგლისელ უილიამ ქოლგეითს უკავშირდება. ქოლგეითი ჰოლინგბორნში დაიბადა, ნიუ-იორკში კი 1804 წელს გადავიდა და საპნის მწარმოებელთან დაიწყო მუშაობა. ახალგაზრდა სწრაფად ითვისებდა ბიზნესის სპეციფიკას. როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, ბიზნესის ალღო თავადაც გამოავლინა.
უილიამ ქოლგეითი ყურადღებით აკვირდებოდა და აანალიზებდა იმ მეთოდებს, რასაც მისი დამსაქმებელი იყენებდა საქმეში. შესწავლის შემდეგ, სხვა ქალაქებში მყოფ დილერებთან კორესპონდენციით, მან საკუთარი თავის ეფექტურად წარდგენა შეძლო. ეს პრინციპი მოგვიანებითაც გამოიყენა და ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი გახდა. მზაობამ, ყოველთვის დახმარებოდა სხვებს და სიბრძნით მოკიდებოდა სასარგებლო საქმეებს, მას დიდი გავლენა მოუტანა საზოგადოებაში.
1840-იან წლებში, მისმა კომპანიამ საპნის ფილების სახით დაიწყო გაყიდვა. უილიამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც კომპანია მისმა შვილმა, სამუელმა გადაიბარა, Colgate განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდა. სამუელმა წარადგინა პარფიუმირებული საპონი, სახელად Cashmere Bouquet, 1873 წელს კი, კომპანიამ არომატული კბილის პასტა გამოუშვა, ქილებში. 1908 წლიდან, კბილის პასტის მასწარმოება ტუბებით დაიწყეს.
Colgate-ის საქმიანობის პარალელურად, ვისკონსინში, კომპანია B. J. Johnson Company აწარმოებდა სრულად პალმის ზეთზე დაფუძნებულ საპონს. ტექნოლოგია ტავად კომპანიამ შეიმუშავა. საპონი იმდენად მოეწონათ, რომ თავად კომპანიამ სახელი შეიცვალა და Palmolive დაირქვა. XX საუკუნის დასაწყისში ეს პროდუქტი მსოფლიოში მოწინავე იყო. მწარმოებელმა შეისყიდა კომპანია Peet Brothers და გახდა Palmolive-Peet. შემდეგ, Colgate-ც იყიდა და კორპორაციის სახელწოდებაც შეიცვალა – Colgate-Palmolive-Peet Company. მოგვიანებით, შემადგენლობას Peet გამოაკლდა.
დღეს, Colgate-Palmolive კონკურენციას უწევს მსოფლიო გიგანტ Procter & Gamble-ს. ამ დროისთვის, კომპანიის ისტორია 216 წელს მოითვლის და თავის პროდუქციას 200-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის.
რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.