განვითარებულ ტენდენციებს თუ დავაკვირდებით, სულ უფრო ძლიერდება ზეწოლა, რომ „იდეალური ღიმილი“ გვქონდეს. თუმცა Censuswide-ისა და Colgate-ის ბოლო გამოკითხვაში ზეტ თაობის აუდიტორიის თითქმის 65%-მა თქვა, რომ ეს ზეწოლა უარყოფითად მოქმედებს მათ თავდაჯერებულობაზე; 85%-ზე მეტი კი საკუთარი ღიმილის შეცვლის სურვილს გამოხატავს.
სწორედ ამ სტატისტიკას დაეყრდნო Colgate თავის ახალ ვიდეორგოლში, სახელწოდებით „The Beauty of Gaps“ — მისი მიზანი მოზარდების დარწმუნებაა, რომ ყველანაირი ღიმილი თავისთავად მშვენიერია. 90-წამიანი სიუჟეტში სხვადასხვა მსახიობს ვხედავთ, რომლებიც ამაყად იღიმიან და ყოველდღიურ აქტივობებში მთელი ხალისით ერთვებიან.
„რეკლამა ასახავს ჩვეულებრივ საზოგადოებას, მაგრამ ორიენტირად განსხვავებული პერსპექტივა ავიღეთ. როცა სრულყოფილებისკენ სწრაფვა ზეწოლად იქცევა, ის მშვენიერებაც უნდა აღვნიშნოთ, რომელიც გავრცელებულ სილამაზის სტანდარტებს არ შეესაბამება. მე ყოველთვის მჯეროდა ჩემი ღიმილის, რადგან თითოეული ვერსია სილამაზის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მსურს, სხვებსაც ასეთი თავდაჯერება ჰქონდეთ საკუთარი თავის მიმართ“, — აღნიშნავს დაიანა ჰაუსლინგი, Colgate-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.