27
Jun
2017

ინდოეთისთვის, სადაც 50 000 პაციენტს ერთი სტომატოლოგი მკურნალობს, Colgate-მა სპეციალური აპლიკაცია შექმნა

27 Jun 2017

Elit Electronics


ინდოეთის გარკვეულ ადგილებში მოსახლეობას კბილებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. აქ კვალიფიცირებული სტომატოლოგების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ დაახლოებით 50,000-მდე ადამიანს შესაძლოა მხოლოდ ერთი მკურნალობდეს, რაც შეეხება უშუალოდ სტომატოლოგიურ კლინიკებს, ეს უკვე წარმოუდგენელი ფუფუნებაა. Colgate-მა იმისათვის, რომ მდგომარეობა გააუმჯობესოს და მოსახლეობასაც პირის ღრუს პრობლემები შეძლებისდაგვარად გადაუჭრას, სპეციალური პროგრამა Pocket Dentist-ი შექმნა. სიახლით სარგებლობის საშუალება ყველას აქვს, თან, რაც მთავარია, ნებისმიერი სმარტფონის საშუალებით. პროგრამას სამი ძირითადი ფუნქცია გააჩნია და მისი მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია, ამასთან ძალიან ეფექტური. პირველ ეტაპზე Pocket Dentist-ის ბაზაში 30 ძირითადი კითხვაა შეყვანილი, რომლებიც კბილებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად აწუხებთ ადამიანებს, პროგრამა მომხმარებელს კითხვებზე სტომატოლოგის მიერ გაცემულ სრულყოფილ პასუხსა და ინსტრუქციას აწვდის. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა უფრო სპეციფიკურია, Pocket Dentist-ი უშუალოდ სტომატოლოგთან აკავშირებს მომხმარებელს და ის ტელეფონის საშუალებით მაქსიმალურად ამომწურავ კონსულტაციას უტარებს პაციენტს და შესაბამის რჩევებსაც აძლევს.

 

განხილვა