in

Collab – მუსიკის ერთად შესრულების ახალი სახალისო საშუალება ფეისბუკისგან

veon
veon

Collab არის Facebook-ის ექსპერიმენტული მუსიკის დასამზადებელი აპლიკაცია, რომლის შესახებაც ჩვენთვის 2020 წლის მაისში გახდა ცნობილი, თუმცა იმ დროისთვის აპლიკაცია მხოლოდ გარკვეული ადამიანებისთვის იყო ხელმისაწვდომი (სატესტო რეჟიმში მუშაობდა), ახლა კი აშშ-ში iPad-ისა და iPhone-ის მოხმარებლებს უკვე შეუძლიათ ახალი პროდუქტით სარგებლობა.

ექსპერტების ჯგუფის მიერ შექმნილი Collab საშუალებას გაძლევთ, მეგობრებთან ერთად შექმნათ, შეასრულოთ მუსიკა დისტანციურად. პანდემიიდან გამომდინარე, ყველამ ვიცით, რამდენად დიდ საჭიროებას წარმოადგენს მსგავსი პროდუქტის არსებობა.

”კოლაბი ავტომატიზირებს აუდიოსა და ვიდეო სინქრონიზაციის სირთულეს, ასე რომ თქვენ მარტივად შეძლებთ საბოლოო კომპოზიციის შექმნას, რომელიც გიყვართ”

თქვენ ასევე შეგიძლიათ, ჩაწეროთ თქვენს მიერვე შექმნილი კომპოზიციაც და ატვირთოთ Collab-ზე, რის შემდეგაც ის ხელმისაწვდომი იქნება სხვა მომხმარებლებისთვის.

ბეტა ტესტმა Collab-ის დეველოპერებს საშუალება მისცა, გაეუმჯობესებინათ აუდიო სინქრონიზაცია, გარე აუდიო ინტერფეისების გამოყენების შესაძლებლობა (მაგალითად, კლავიში, გიტარა და დასარტყამი ინსტრუმენტი.)

რაზე ოცნებობენ ძაღლები პანდემიის დროს? – Microsoft-ის საშობაო რეკლამა

შენ მოგწონს ჩემი ხმა, ჩემი რიტმი, ჩემი თმა! მაგრამ მე – არა! შავკანიანების ბრძოლა სიყვარულისთვის