25
Feb
2019

ღია სამუშაო სივრცე ყველასთვის კარგი იდეა არაა

25 Feb 2019

Applied Psychology-ს კვლევა ადასტურებს, რომ საერთო სამუშაო სივრცემ, შესაძლოა, კარგი თანამშრომლების, როგორებიც არიან: ინოვატორები და შრომისმოყვარეები – სოციალური იზოლაცია გამოწვიოს. მთავარი პრობლემა არის საშუალო დონის თანამშრომლების დამოკიდებულება მათ მიმართ. ისინი მათში ხედავენ არა მისაბაძ თვისებებს, არამედ აღიქვამენ, როგორც საფრთხეს, კომპანიაში საკუთარი პოზიციის შესანარჩუნებლად… ასევე, ფიქრობენ, რომ მათ თვითშეფასებაზეც უარყოფითად ზემოქმედებენ.

statiebi-bog
statiebi-bog
იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავზე იმუშაონ და კარიერული მიღწევები გაიუმჯობესონ, ყველანაირად ცდილობენ, კარგი თანამშრომლების სოციალურად იზოლირებას. ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში, უსიამოვნო ხმებს ავრცელებენ მათზე, საბოტაჟს უწყობენ, სამსახურის საშვს უმალავენ და ა.შ. აღმოჩნდა, რომ „კოოპერატიული კონტექსტი სოციალურად არამოგებიანია კარგი თანამშრომლებისთვის“… მით უფრო, თუ კარგი თანამშრომელი ინტროვერტია, მისთვის განსაკუთრებულად ძნელი ხდება საქმის ღია სამუშაო სივრცეში კეთება.

ამიტომაც, ხანდახან, ერთადერთი გზა, რომ ინტროვერტებმა საკუთარი სამუშაო შეასრულონ – სახლია, დისტანციურად მუშაობა. შედეგად, სოციალურმა იზოლაციამ, შესაძლოა, კარგ თანამშრომელს სამსახურის დატოვებისკენ უბიძგოს და კომპანიამ კარგი კადრი დაკარგოს.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ზემოჩამოთვლილი არ ნიშნავს, რომ გუნდური მუშაობა ცუდია. პირიქით, რიგ შემთხვევებში, ზოგიერთი პროექტის შესრულება გუნდის ყველა წევრის ერთობლივ ჩართულობას მოითხოვს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ერთი კონკრეტული ლიდერია საჭიროა, რომელიც შეძლებს, კულტურულად და მოქნილად გამოიყენოს ყველა თანამშრომლის უნარები და არავინ დარჩეს იზოლირებული.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გუნდს შეიძლება მოვალეობების იერარქიული გადანაწილება სჭირდებოდეს და არა -დამატებითი კოლაბორაციის შესაძლებლობების მიცემა. გარდა ამისა, პირადი და არა – ღია სივრცე, რომელიც სოციალურ ინტერაქციას ახალისებს.

წყარო: Inc



განხილვა