in

კოლექტიკა — მნიშვნელოვანი იდეებისთვის და დღეებისთვის

შეგიმჩნევია, რომ ხშირად დროს დღესასწაულიდან – დღესასწაულამდე ვითვლით? ახალი წლიდან – კორპორაციულ ღონისძიებამდე, მნიშვნელოვანი დღის იუბილემდე, ზაფხულის პირველ დღემდე, ან, სულაც, ისეთ მასშტაბურ თარიღამდე, როგორიც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა.

ეს ბუნებრივია — განსაკუთრებული დღეები ყოველთვის ამაღელვებელია და შესაბამის აღნიშვნასაც იმსახურებს.

სწორედ ამისთვის არსებობს „კოლექტიკა” — ღონისძიებების მართვისა და სტრატეგიის სააგენტო, მომსახურების სრული სპექტრით. კომპანიას ქართულ ბაზარზე ოპერირების დიდხნიანი გამოცდილება აქვს. პირველი ნაბიჯები 2017 წელს ორმა მეგობარმა გადადგა. მათ მეგობრობის გარდა, საყვარელი საქმიანობა და იდეები აერთიანებდათ, იდეები, რომლებიც ნამდვილ დღესასწაულად უნდა ექციათ. თავდაპირველად, კომპანია ბაზარზე სხვა სახელით წარდგა, 2024 წელს კი, სააგენტომ რებრენდინგი განახორციელა და დღეს უკვე „კოლექტიკას” სახელით პოზიციონირებს.

საწყის ეტაპზე ჩვენი გუნდი პატარა იყო და სულ 5 წევრისგან შედგებოდა, თუმცა, წლების მატებასთან ერთად, გაჩნდა ახალი დეპარტამენტები, გუნდი კი 20 ადამიანამდე გაიზარდა. დღეს უკვე ჩვენს პორტფოლიოში 55-ზე მეტი პროექტია — მათ შორისაა ისეთი მასშტაბური ღონისძიებებიც, როგორიც, მაგალითად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისია. კომპანიის განვითარებასთან ერთად, გზადაგზა, რებრენდინგის საჭიროებაც დადგა. ამ პროცესში შევცვალეთ ბრენდის სახელწოდება, ვიზუალური იერსახე, ვიმუშავეთ ბრენდის ფილოსოფიაზე, პოზიციონირებასა და სხვა სტრატეგიულ კომპონენტებზე. მუშაობის პროცესში კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ ჩვენთვის ჩვენი საქმიანობა ბევრად მეტია, ვიდრე ღონისძიებების დაგეგმვა და აღსრულება. ერთი მხრივ, გავაცნობიერეთ, რომ მომსახურების სრული სპექტრის შეთავაზება შეგვიძლია — იდეიდან ბოლო შტრიხამდე. მეორე მხრივ კი, პროექტებსა და სამომავლო გეგმებს რომ გადავხედეთ, აშკარად ჭარბობდა ეროვნული დღესასწაულები, კულტურული ღონისძიებები, ქართული მემკვიდრეობის წარმოსაჩენი და ზოგადად, ცნობიერების ასამაღლებელი პროექტები. ეს ჩვენთვის, ორივე დამფუძნებლისთვის განსაკუთრებული პირადი ღირებულება იყო. შესაბამისად, ასე, ბუნებრივად მივედით ფილოსოფიამდე — გვინდა, ჩვენს ქვეყანას რაც შეიძლება მეტი სადღესასწაულო მიზეზი ჰქონდეს და რაც შეიძლება ხშირად გვეზეიმებოდეს”, — ელენე გიორგობიანი, „კოლექტიკას” თანადამფუძნებელი. 

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის საქმიანობაში ეროვნული, საყოველთაო და კულტურული ღონისძიებები, ქვეყნის მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის წარმოსაჩენი პროექტები ჭარბობს, როგორც თავად ამბობენ, თავისუფლება ხიბლავთ და ჩარჩოებით თავს არ იზღუდავენ. მთავარია, ღონისძიების თემატიკა მათ კრიტერიუმებს — მაღალი ხარისხის მიღების შესაძლებლობას, გემოვნებიანი ვიზუალური ესთეტიკის შექმნის პოტენციალს და შინაარსობრივ ღირებულებას აკმაყოფილებდეს. ამავდროულად, მცირე ღონისძიებებზეც სიამოვნებით და გულისყურით მუშაობენ, მათთვის იდეა ყველაზე დიდი ღირებულების მატარებელია.

ჩვენ ყველასთვის ვართ. კომერციული კომპანიებისთვის, ორგანიზაციებისთვის, ან თუნდაც, ცალკეული ადამიანებისთვის. დამკვეთებს მომსახურების სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენთვის ყველა ღონისძიება თანაბრად მნიშვნელოვანია. გვიყვარს, როცა ჩვენი ნამუშევარი ვიზუალური იერსახის გარდა, განსაკუთრებულ იდეას — კონცეპტუალურ ღირებულებასაც ატარებს. ამიტომ სტრატეგიულ და კონცეპტუალურ ნაწილს დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენი სერვისები მოიცავს: სტრატეგიულ საკონსულტაციო მომსახურებას — აქტივობების სტრატეგიის შექმნას, შემოქმედებითი კონცეფციის შექმნას, კონცეფციის აღსრულებას — მართვას, დაგეგმვას და შესრულებას, კონცეფციის შესაბამისი მედიაგაშლის დაგეგმვასა და შესრულებას, სასაჩუქრე ნაკრებების შექმნას და ყველაფერს, რაც ნამდვილი დღესასწაულის შექმნისთვისაა საჭირო.

ყველაზე რთული დაგეგმვის პროცესია, როდესაც ყველა რისკი უნდა იყოს იდენტიფიცირებული. სანამ უშუალოდ ლოკაციაზე დავიწყებთ მუშაობას, მანამდე იგეგმება თითოეული ნაბიჯი, შესაბამისად, სწორად დაგეგმილი და გათვლილი პროექტი გვაძლევს საშუალებას, რომ ლოკაციაზე თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები. თუმცა, 
ჩვენი საქმიანობის სპეციფიკა, იდეალურად დაგეგმვის შემთხვევაშიც კი, დაუგეგმავ პრობლემებსა თუ გამოწვევებს მოიცავს. ამიტომაც განსაკუთრებული ლავირების და სიტუაციებთან ადაპტაციის უნარი გვაქვს” — ელენე გიორგობიანი. 


„როგორც გუნდში, ისე დამკვეთებთან კოორდინირებულად ვმოქმედებთ, ჩვენი წარმატება მათი წარმატებაა და პირიქით” – ამბობს ელენე.




ამჟამად სააგენტო რამდენიმე ღონისძიებასა და კონცეფციაზე მუშაობს. როგორც ამბობენ, შემოქმედებითი კუთხით ეს პროექტები მათთვის ძალიან საინტერესოა.

„ვემზადებით დიდი პროექტებისთვის, რომელიც გაზაფხულისთვის იგეგმება. ასევე, ჩვენი გუნდის კიდევ უფრო გაზრდას და გაფართოებასაც ვგეგმავთ”. 

ასე რომ, თუ გამორჩეული დღეების აღნიშვნას თქვენც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებთ — მომხმარებლებთან ემოციური კავშირის გაძლიერება, ან, თუნდაც, თანამშრომლებისთვის კიდევ ერთი დასამახსოვრებელი დღის შექმნა გსურთ, კოლექტიკა ის კომპანიაა, რომელსაც თქვენი მნიშვნელოვანი დღე თამამად შეგიძლიათ მიანდოთ.

[R]

Hear My Last Wish-ის პლატფორმა ორგანოთა დონორების ბოლო სურვილს ინახავს

აი, როგორ მუშაობს SEO კონტენტის გუნდის ხელმძღვანელი