13
Sep
2019

რობოტი თევზი, რომელიც ფრენისთვის წყალს იყენებს

13 Sep 2019

veon
veon


ბიოლოგიური ორგანიზმებით შთაგონებული რობოტები სულ უფრო ხშირად გვხვდება, თუმცა, აქამდე არასდროს გვინახავს თევზი, რომელიც დაფრინავს… Newscientist-ის ცნობით, Imperial College London-ში შექმნეს რობოტი, რომელიც წყალს ფრენისთვის იყენებს.

რობოტი იყენებს ერთგვარ მოტორს, რომელიც ცურვისას წყლით ივსება. ძრავში მცირე რაოდენობის კალციუმის კარბიდია მოთავსებული, რომელიც წყალთან ურთიერთქმედებისას აცეტილენის გაზს წარმოქმნის. რეაქციის შედეგად, რობოტი წყდება წყლის ზედაპირს, მისი კუდიდან კი ავზში დაგროვილი წყალი გამოიტყორცნება. მსგავსი რეაქციის შედეგად, მას 25 მეტრის გაფრენა შეუძლია.

რობოტი თევზის გამოყენება მიუვალ და დაბინძურებულ ადგილებში, წყლის სინჯების ასაღებად იგეგმება.

განხილვა