in

Colliers International Georgia-ს ახალი ოფისი King David ბიზნეს ცენტრში

უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიის ქართული ოფისი ამიერიდან პარტნიორებს King David ბიზნეს ცენტრში ელოდება.

bog
bog-mob

მრავალფუნქციური კომპლექსი King David ექსპლუატაციაში ოფიციალურად  ზაფხულში შევიდა. პირველი მოიჯარეები ბიზნეს ცენტრში სექტემბრიდან განთავსდნენ  მათ შორის არის კომპანიები: PwC Georgia და Samsung Georgia. დღეიდან მათ რიცხვს Colliers International Georgia-ს გუნდიც შეუერთდა.

King David საქართველოში პირველი ა კლასის ბიზნეს ცენტრია, ის  ჯამში  12, 000კვ.მ-ს მოიცავს. ბიზნეს ცენტრი  საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებს მოემსახურება. 19 სართულიან კომპლექსს გაჩნია საკუთარი მიწისქვეშა ავტოსადომი, 300 კვ.მ ლობი/რეცეფცია, 100 დელეგატზე გათვლილი საკონფერეციო დარბაზი, საქმიანი შეხვედრების ოთახები, საკუთარი კაფეტერია, ბარი ტერასაზე, 18 სასტუმროს ნომერი. ასევე, მოგვიანებით  გაიხსნება სპა, ფიტნეს ცენტრი და საცურაო აუზი პანორამული ხედით.

ბიზნეს ცენტრის მოიჯარეები ისარგებლებენ ნესმიერი სახის საოფისე, საკურიერო და ასევე საორგანიზაციო (ღონისძიების ორგანიზება, ქეითერინგი) მომსახურებით. დამქირავებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სპეციალური პირობებით სხვადასხვა სახის მომსახურებაზე, მათ შორის, კომპლექსში არსებულ სასტუმროში განთავსების შემთხვევაშიც.

King David ბიზნეს ცენტრს ექსკლუზიურ საბროკერო მომსახურებას კომპანია Colliers International Georgia უწევს.

Colliers International Georgia უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიიაა, რომელიც სრულ მომსახურებას სთავაზობს ინვესტორებს, მოიჯარეებს, მესაკუთრეებსა და დეველოპერებს. მსოფლიოს მასშტაბით კომპანია 68 ქვეყანაში არის წარმოდგენილი და  15 000  პროფესიონალს აერთიანებს. ქართულ ბაზარზე კომპანია უკვე მეოთხე წელია ოპერირებს. Colliers-ის ძირითად მიმართულებებს უძრავი ქონების დეველოპმენტის სერვისი, კორპორატიული საბროკერო მომსახურება, უძრავი ქონების კვლევა, ქონსალთინგი და შეფასება წარმოადგენს, შემდეგ ბიზნეს სექტორებში: ოფისები, ინდუსტრიული და ლოჯისტიკური სექტორი. რითეილი და სასტუმრო ბიზნესი.

[R]

საოცნებო ავტომობილი ბავშვობის საყვარელი ანიმაციიდან – Volkswagen-ის ვიდეორგოლი

როგორ გადაიტანეს ზაფხულის ცხელი დღეები მსოფლიო შედევრებმა? – Hot Exhibition-ის ორიგინალური პროექტი