in

უძრავი ქონების მართვის კომპანია “Colliers International” საქართველოში შემოდის

15 მაისიდან თბილისში უძრავი ქონების მართვის საერთაშორისო კომპანიის “Colliers International”-ის ადგილობრივი ოფისი დაიწყებს მუშაობას.

10335820_838872522808158_243754558_n

“Colliers International Georgia”-ს მმართველი დირექტორი ირაკლი კილაურიძის თქმით, საქართველოს ლიცენზირებული ოფისი ლონდონის რეგიონალურ სათაო ოფისს დაექვემდებარება, ადგილობრივი გუნდი კი გამოცდილი კადრებით დაკომპლექტდა.

ირაკლი კილაურაძე: “Colliers International Georgia”-ს ლიცენზირებული ოფისის გახსნამდე უკვე გვქონდა საქართველოში 10364471_838872819474795_1778461218_nმუშაობის გამოცდილება. სახელმწიფო დაკვეთით რამდენიმე პროექტი შევასრულეთ. ამიტომ ეს ბაზარი ჩვენთვის უცხო არ იყო.

ამჟამად საქართველოში დინამიურად ვითარდება ეკონომიკა-ქვეყანა ორიენტირებულია ტურიზმის, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკულ განვითარებაზე. შედეგად, არის უამრავი საშუალება, რომ გაიზარდოს შიდა და გარე ინვესტიციები.

საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებით კლიენტებს შევთავაზებთ უნიკალურ საშუალებას გაზარდონ უძრავი ქონების პორტფოლიო.

რა პრინციპით მუშაობს (ამ შემთხვევაში საქართველოში) კომპანია?

“Colliers International Georgia” სრულ მომსახურებას სთავაზობს ინვესტორებს, უძრავი ქონების მესაკუთრეებს, მოიჯარეებსა და დეველოპერებს. კომპანიის ძირითად მიმართულებებს უძრავი ქონების დეველოპმენტის სერვისი, კორპორატიული ბროქერიჯი, უძრავი ქონების კვლევა, კონსალტინგი და შეფასება წარმოადგენს. ამ მასშტაბის კომპანიის შემოსვლა ქართულ ბაზარზე ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა უფრო მიმზიდველი და საინტერესო ხდება ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის. ჩვენი მიზანია, უძრავი ქონების მფლობელებს და ინვესტორებს მომსახურების ახალი სტანდარტი შევთავაზოთ საქართველოში და დავაკავშიროთ მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებთან.

კონკრეტულად რა სერვისები ექნება “Colliers International საქართველოს” ადგილობრივ ბაზარზე?

საქართველოშიც, ისევე როგორც ნებისმიერ 63 ქვეყნის 485 ოფისში, სადაც Colliers მუშაობს, ჩვენი სამუშაო პრინციპი იქნება ადგილობრივი გამოცდილების და გლობალური ცოდნის შერწყმა, რაც კლიენტისათვის განსაკუთრებული სერვისის შექმნას გულისხმობს.

რა მნიშვნელობა აქვს კომპანიის საქართველოში შემოსვლას ადგილობრივი ბაზრისთვის?

შეიძლება ითქვას, რომ ამ მასშტაბის კომპანია კავკასიის რეგიონში ამ დრომდე არ ოპერირებდა, შესაბამისად, გლობალური კომპანიის ქვეყანაში შემოსვლას ყოველთვის მოყვება შესაბამისი სფეროს განვითარება, როგორც ფროფესიული კუთხით, ასევე პროექტების მასშტაბის ჭრილში.

რა თავისებურებები და საჭიროებებია ქართულ ბაზარზე ამ მხრივ?

საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ავტომატურად გამოიწვევს ინტერესის გაზრდას ქვეყნის მიმართ, რასაც ბუნებრივია, მოჰყვება მსხვილი ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის პროექტების მართვის საჭიროება. სწორედ ეს წარმოადგენს კოლიერსის ერთ-ერთ უპირატესობას გლობალურ ბაზარზე.

iPhone 5s-ის ახალი რეკლამა

თბილისში კომპიუტერული გრაფიკის ფესტივალი ჩატარდება