9
Jul
2019

როცა ბინის შეძენას, ან გაყიდვას გეგმავ – შერჩეული სახლების ვებგვერდი Tbilisihomes.ge

9 Jul 2019

როცა ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთებას გეგმავ, ანუ ფიქრობ, იყიდო სახლი, რომელიც შეგეფერება, რთულია იპოვო ის, რაც გჭირდება. თუ ადრე ამ პროცესში ახლობლები, უფრო ახლო წარსულში კი მაკლერები გვეხმარებოდნენ, დღევანდელი სამყარო, ამ კუთხით, თანამედროვე მიდგომებს გვთავაზობს. ქართულ კონტექსტში, მსგავს თანამედროვე მიდგომებში ვგულისხმობთ ონლაინ სივრცეს Tbilisihomes.ge, რომელშიც ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსი გაერთიანდა, შესაბამისად, ამ მიმართულებით, ქართულ ბაზარზე, მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული ახალი სერვისი გაჩნდა.

ვებგვერდი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული საერთაშორისო კომპანია Colliers-ის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ შეიქმნა. კომპანია 4 წელია, რაც საქართველოში ოპერირებს. ამ მიმართულებით, ქართულ კონტექსტში დაგროვებული გამოცდილება და სერვისების სპექტრი, რომელიც უძრავი ქონების ყველა მიმართულებას ფარავს, კოლიერსს  აძლევს რესურსს, რომელიც ხარისხობრივად განსხვავებული მომსახურების მიწოდებას ხდის შესაძლებელს. სწორედ ამ რესურსის ეფექტური გამოყენება იყო მიზანი, როცა ვებგვერდ Tbilisihomes.ge-ს შექმნაზე დაიწყეს მუშაობა. დღეისათვის, ამ პლატფორმისა და მის უკან მდგარი პროფესიონალების მეშვეობით, ვებგვერდზე შერჩეული სახლების პოვნა ხდება შესაძლებელი. ანუ, სახლების, რომლებმაც „კოლიერსის“ გუნდის ყურადღება მიიქციეს – Tbilisihomes.ge -ზე განთავსებულ თითოეულ ბინას აქვს რაღაც, რას მას განსხვავებულს, მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის.

უძრავი ქონების ბაზარზე, კონკრეტული მომენტისთვის არსებული სახლებიდან, ღირებული ერთეულების ამორჩევაში „კოლიერსის“ გუნდი დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავს. თუმცა, კომპანიის ადამიანური რესურსი მხოლოდ შერჩევის ნაწილში არ იხარჯება. გარდა იმისა, რომ Tbilisihomes.ge-ზე განთავსებული ნებისმიერი განცხადების უკან ვებგვერდის წარმომადგენლები დგანან და საიტზე განსათავსებლად სახლებს, ინდუსტრიის პროფესიონალები, საფასო თუ ფუნქციონალური პარამეტრებით არჩევენ, ისინი ყიდვა-გაყიდვის პროცესთან დაკავშირებული დეტალებს საკუთარ თავზე იღებენ. რის შედეგადაც, ერთი მხრივ, საიტზე არსებული განცხადებების სახით, მომხმარებელი იღებს სანდო, გადამოწმებულ ინფორმაციას. კონკრეტული სახლის ყიდვით დაინტერესების შემთხვევაში კი უკავშირდება არა სახლის პატრონს, არამედ „კოლიერსის“ უძრავი ქონების მრჩეველს, რომელიც, თავის მხრივ, გასცემს რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თანხვედრაშია მყიდველის მიზნებთან კონკრეტული უძრავი ქონება, რამდენად ოპტიმალური/გონივრული იქნება შენაძენის გაკეთება და ა.შ.

შერჩეული სახლების ვებგვერდის ინტერფეისიც ახალ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს. აქ კატეგორიები იმის მიხედვით ლაგდება, თუ რა მიზნით შეიძლება გინდოდეთ ბინის შეძენა – „დიდი ოჯახებისთვის“, „წყვილისთვის“, „ტურისტული ზონა“, „დიზაინერების დაპროექტებული“ და ა.შ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი დაყოფა/კატეგორიები, ქართულ ბაზარზე, არის Tbilisihomes.ge-ს მიერ შემუშავებული ფორმატი, რომლის მიხედვითაც, ვებგვერდზე განთავსებული სახლები ჯგუფდება მათი ფუნქციური მნიშვნელობისა თუ შესყიდვის შესაძლო მიზნების გათვალისწინებით.

ამდენად, Tbilisihomes.ge არის ვებგვერდი, რომელიც თანაბრად იყენებს ტექნოლოგიურ და ადამიანურ რესურსებს. პლატფორმას – მომხმარებლამდე ინფორმაციის მისატანად, სფეროს პროფესიონალებს – თითოეული განცხადების სანდოობისა და ხარისხის, მეორე მხრივ კი, თითოეული მყიდველის არჩევანის გონივრულობის უზრუნველსაყოფად. Tbilisihomes.ge-ს მთლიანად, „კოლიერსის“ გუნდი მართავს. აქ ვერ ნახავთ რეკლამებსა და ფასიან განცხადებებს, თუმცა, კატეგორიების გამოყენებითა და თქვენი მიზნის გათვალისწინებით, მარტივად შეძლებთ ორიენტირებას, სასურველი ბინის პოვნას, რის შემდეგაც საშუალება გექნებათ, გააკეთოთ სწორი არჩევანი, რაშიც უძრავი ქონების მრჩევლები დაგეხმარებიან.

[R]

განხილვა