რა მოხდება საბავშვო წიგნებით რომ შეგვეძლოს იმის გაგება, ბავშვები სამყაროს განსხვავებულად ხედავენ თუ არა? სწორედ ეს კითხვა დასვა Navneet Education-მა, ერთ-ერთმა უმსხვილესმა სასკოლო წიგნების გამომცემელმა ინდოეთში, და პასუხად Color Blindness Detection Book შემოგვთავაზა — ამ წიგნის თითოეულ ფურცელში ფერთა სიბრმავის ადრეულ ეტაპზე დადგენისთვის საჭირო ხელსაწყოებია ჩაქსოვილი, ეს მდგომარეობა კი მილიონობით ბავშვს აწუხებს მსოფლიოში.
ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი საბავშვო წიგნია სახალისო ილუსტრაციებით, რომლებშიც იშიჰარას სტილის შაბლონები გვხვდება. ეს კი სწორედ ის არის, რასაც თვალის ექიმები ფერების აღქმის გამოსაცდელად იყენებენ. იდეა შემდეგია: როცა ბავშვები ურთიერთობენ ამ ნახატებთან, მშობლებმა ან მასწავლებლებმა შეიძლება შეამჩნიონ, რომ იგი ისე არ რეაგირებს კონკრეტულ ფერებზე, როგორც სხვები. ეს კი ადრეული ჩარევის საბაბს მოგვცემს.
თანაც, თუ ვიცით, რომ მხედველობის პრობლემა, რომელიც ხშირად ფერთა სიბრმავის სახელით მოიხსენიება, შეუმჩნეველი რჩებათ სკოლაში, მაშინ გამოსავალი სწორედ მსგავსი წიგნების საკლასო ოთახებში შეტანით შეგვიძლია ვიპოვოთ. თანაც, ფერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთ საგნებში, როგორებიცაა მეცნიერება, გეოგრაფია და მათემატიკა.
ხოლო, თუ ეს დიაგნოზი ყურადღების მიღმა დარჩებათ უფროსებს, ხშირად იტყვიან, რომ ბავშვი გაფანტულია ან გააზრება უჭირს, როცა რეალობა საპირისპიროა და მათთვის უბრალოდ ვიზუალების ინტერპრეტაციაა რთული. ამგვარად, ადრეული გამოვლენა მხოლოდ აკადემიურ საკითხებში კი არ დაეხმარება მათ, არამედ სოციალურ სტიგმასა და ეჭვებსაც შეამცირებს საკუთარი თავის მიმართ. გამოვლენის შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, სკოლებსა და ოჯახებს ექნებათ შანსი, არსებული მასალები და სასწავლო მეთოდები ბავშვების საჭიროებებს მოარგონ. სწორედ ამას გვთავაზობს ახალი წიგნიც.
Color Blindness Detection Book-ის შექმნაში, Navneet Education-თან ერთად, მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია FCB Group India, ოფთალმოლოგებისა და ექსპერტების გუნდი იყო ჩართული.