in

PANTONE-ის ახალი ხელსაწყო ტრენდულ ფერებს გაგაცნობთ

veon
veon

ტრენდები სწრაფად იცვლება, რის გამოც შემოქმედებით ინდუსტრიაში მყოფი ადამიანები მუდმივი გამოწვევის წინაშე არიან, მომხმარებლებს რელევანტური იდეები უნდა შესთავაზონ… აქ კი ფერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ბრენდის ამოცნობასა და ყიდვის გადაწყვეტილების მიღებაში სუპერ გმირის როლს ითავსებს. ამიტომაც ​​PANTONE-მა გადაწყვიტა, დიზაინერებს საქმე გაუმარტივოს და მათ ახალი Color Insider-ის სერვისი შესთავაზა. 

იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც ქრომატულ შთაგონებას ეძებენ. ციფრული პლატფორმა ფერთა მენიუს გთავაზობთ და მონაცემებს, რომლებიც, თავის მხრივ, გლობალური საზოგადოების მადას აკმაყოფილებს ახალი და ტრენდული ტონებით.

სერვისი PANTONE Color Institute-ის ფერთა ექსპერტების ცოდნას გვაზიარებს, რითაც მომხმარებლებს მდიდრულ, კონტექსტს მორგებულ გამოცდილებას სთავაზობს. ყოველკვირეული განახლებები გამომწერებს სტრატეგიულ ფერთა ინსაითებსა და ფუნდამენტურ ფერებს აცნობს, ამასთან, მსგავს ხელსაწყოებსაც სთავაზობს. ეს უკანასკნელი კი განსაკუთრებულია, რადგან დიზაინერებს ფერთა ტრენდებს ინდუსტრიებისა და ქალაქების მიხედვით უზიარებს, იმასაც კი აჩვენებს, თუ რა ტონებს იყენებენ მათი კონკურენტები.

PANTONE Color Institute 25 წელზე მეტია მნიშვნელოვანი სივრცეა ბრენდებისა და დიზაინერებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებსაც აინტერესებთ მომავლის ფერთა ტრენდები და ის, თუ როგორ ჩართონ ისინი საკუთარ ბრენდსა და ფერთა პალიტრაში. Color Insider საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ მრავალი ინფორმაცია და ცოდნა, გავხადოთ იგი ხელმისაწვდომი უფრო დიდი შემოქმედებითი საზოგადოებისთვის. გვჯერა, რომ ეს დაეხმარება დიზაინერებს, უკეთ გაიაზრონ ფერების დამოკიდებულება გლობალური ტრენდებისადმი და ის, თუ რას ეძებენ მომხმარებლები. დღეს დიზაინს ფერი განაპირობებს და ეს ნაკლებად ეხება ფორმებს… — აცხადებს ლორი პრესმენი, ვიცე-პრეზიდენტი.

დაბოლოს, Color Insider PANTONE Connect-ის ნაწილია და მომხმარებლებს თავიანთი ინსპირაციების ქმედით პალიტრებად გარდაქმნის საშუალებას აძლევს. ზოგიერთი კონტენტი კი უფასოდაა ხელმისაწვდომი, მაგრამ პრემიუმ გამოწერა ტრენდული სტატიების, ინფორმაციებისა და ხელსაწყოების სრულ სპექტრს შემოგთავაზებთ.

Neuralink-მა ტვინის ჩიპი უკვე მეორე პაციენტს გადაუნერგა!

Toyota-ს მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება თიბისი დაზღვევისგან