in

Color Moods-ის ვებგვერდი თქვენი განწყობის შესაბამისი ფერის პოვნაში დაგეხმარებათ

ფერების შეხამება თქვენთვის თუ მნიშვნელოვანი საკითხია, Color Moods-ის ახალი ვებგვერდი ძალიან დაგეხმარებათ. ეს უფრო მეტად ონლაინ ხელსაწყოა, რომელიც ვიზიტორებს ფერების უსასრულო რაოდენობის ვიზუალიზაციის საშუალებას აძლევს იმის მიხედვით, თუ როგორი განწყობის შექმნა სურთ. 

Google-ის ფერების დიზაინერმა და Color Moods-ის ავტორმა რუქსანდრა დურუმ ახალი ვებგვერდის შექმნა ერთი კითხვით დაიწყო: არსებობს თუ არა საიდუმლო ფორმულა, რომელიც ახსნის, რატომ თვლიან ადამიანები ზოგიერთ ფერთა კომბინაციას სხვებზე მიმზიდველად? 2 წლის შემდეგ კი ის მივიდა პასუხამდე, რომლის თანახმადაც ფერთა კომბინაციებზე ადამიანთა გრძნობები ორ რამეს ეფუძნება — ფერთა ინტენსივობა და მათ შორის არსებული კონტრასტის დონე.

თავდაპირველად Color Moods შემთხვევითი პრინციპით აწყვილებს ფერებს, რის შემდეგაც შეგიძლიათ სტიმულაციის ზოლი გამოიყენოთ. დურუს აზრით, რაც უფრო ინტენსიური და კონტრასტულია ფერები, მით უფრო მასტიმულირებელია იგი, ხოლო ნაკლებად კონტრასტული ფერები მეტად ამშვიდებს. აქ შეგიძლიათ თქვენი პალიტრისთვის საბაზისო ფერიც კი შეარჩიოთ — ხელსაწყო სწორედ ამ ფერისგან მიღებულ წყვილებს შემოგთავაზებთ, შემდეგ კი დააკოპირებს მის კოდს, რათა Photoshop-შიც გამოიყენოთ.

თუმცა აქ ნაკლებად უჭერენ მხარს ფერების ფსიქოლოგიაში დამკვიდრებულ მოსაზრებებს, რომ ლურჯი ამშვიდებს, ყვითელი გვაბედნიერებს, წითელი გონების სტიმულირებას ახდენს… მიაჩნიათ, რომ ჩვენს აღქმებს ფერების შესახებ ჩვენივე გამოცდილებები ადგენს, ის ასოციაციები თუ კულტურა, რომელთანაც კონკრეტულ ფერებს ვაკავშირებთ. 

დურუც სწორედ ამას გვეუბნება: ფერები ძალიან პერსონალურია, ამიტომ მინდოდა ადამიანებისთვის ექსპერიმენტების საშუალება მიმეცა და ასე შეიქმნა Color Moods.

Toyota Kids — კამპანია ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის წინააღმდეგ

Nami8 – ბრენდი, რომელმაც საქართველოში წყლის სმის კულტურის შეცვლა დაისახა მიზნად