27
Dec
2018

Vans 2019 წელს ახალი კედებით ხვდება

27 Dec 2018

veon
veon


2019 წელს, სპორტული ფეხსაცმლის ბრენდი Vans, უფრო გაფერადებული ხვდება. თავის დროზე, „სკეიტბორდერებისთვის“ შექმნილი კედები ახლა მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და სიახლე, ალბათ, კიდევ მეტ ადამიანს დააინტერესებს.

ახალ კედები ზონარებით იკვრება, მაღალი ყელი, ზამშის ზედაპირი და რა თქმა უნდა, ბრენდის საფირმო, რეზინის კანტი აქვს.

ეს მოდელები 2018 წლის კოლექციის ინსპირაციით შეიქმნა, რომლებიც Vans-ის პირველი, ჭრელი კედები იყო.

Vans-ის ახალი კედების შეძენა „ონლაინ“ უკვე შესაძლებელია და მისი ფასი $75-ია.

 

განხილვა