დღეს Colorpik Pen-ს გაგაცნობთ, წერისა და ხატვის მარტივ ხელსაწყოს, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, 16 მილიონ ფერს გთავაზობთ. თითქოს პრინტერის მსგავსად მუშაობს — კალამი მელნის 4 კარტრიჯს იყენებს, რათა სასურველი ელფერი სწრაფად შექმნას. მეტიც, ხელოვანებს სასურველი ფერის მქონე ობიექტზე Colorpik Pen-ის მიშვერითა და ღილაკზე თითის დაჭერით გარშემო ნებისმიერი ფერის დასკანერება შეუძლიათ. მოწყობილობა ფერის რეპლიკას წამებში შემოგთავაზებთ, რომლის შენახვაც თქვენს ფერთა ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ, რათა შემდგომში ისევ გამოიყენოთ.
კალამს რამდენიმე განსხვავებული წვერიც მოჰყვება, მათ შორისაა მკვეთრი და მრგვალი თავები, ფუნჯისა და მარკერის თავი, რაც კრეატიულ შესაძლებლობებს უსასრულოს ხდის. თუმცა ეს კონცეფცია არ გეგონოთ, Colorpik Pen-ის წინასწარ შეკვეთას ამ ლინკის დახმარებით 159 დოლარიდან შეძლებთ.