სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ვიდეო “Colors of Ajara”, სადაც ვიხილეთ აჭარის ყველა ფერი წლის ოთხივე სეზონზე. რამდენიმე დღის წინ კი “Colors of Ajara” ინსტაგრამზეც გამოჩნდა. “ინსტაგრამი კამპანიის ნაწილია, სადაც შვიდივე ფერის სხვადასხვა ელფერს მიაგნებთ და ძალიან საინტერესო ფერების გამოცდილებასაც მიიღებთ. რაც მთავარია, ფერები წაგიყვანთ იქ, სადაც არასდროს ყოფილხართ და განახებთ ისეთ აჭარას, რომელიც აქამდე არასდროს გინახავთ.” – აცხადებს მეტროს წარმომადგენელი
ფოტოები ფერთა გრადაციის მიხედვით იცვლება და იმ გამოცდილებებს აღწერს,რომელთაც აუცილებლად მიიღებთ თუ ფერების ძებნას შეუდგებით.
ექაუნთს ყოველდღიურად ემატება ახალ-ახალი ფოტოები,რაც იმის მაუწყებელია რომ თუ “ColorsofAjara”-ს ინსტაგრამზე გაყვებით, აჭარის ნახვას ყველა ფერში შეძლებთ.