xAI-ის ახალი წამოწყება ნამდვილად კოლოსალურია, ამიტომ ილონ მასკმა სახელიც შესაბამისი შეარჩია — Colossus-ის ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერი 100 000 Nvidia H100 GPU-ით არის აღჭურვილი, მასკი კი ამ მაჩვენებლის გაორმაგებას 50 000 H100-ისა და 50 000 H200-ის დამატებით გეგმავს.
სულ რაღაც 122 დღეში ააგეს, ძირითადად კი იმიტომ, რომ Grok-ის დიდი ენობრივი მოდელები გადაემზადებინა, რომლებიც საბოლოოდ X-ზე პრემიუმ გამომწერებისთვის AI ჩატის ფუნქციებს გააუმჯობესებს. აშკარაა, რომ ილონს დიდი ამბიციები აქვს და სურს, Grok ინდუსტრიის სხვა გიგანტების კონკურენტად იქცეს, მათ შორის OpenAI-იც მოიაზრება.
ხოლო Nvidia-ს Spectrum-X Ethernet ქსელის პლატფორმა მონაცემთა ნაკადს ინარჩუნებს სისტემაში, 95%-ით ეფექტურია და მინიმალური პაკეტის დანაკარგი აქვს. ესენი კი, თავის მხრივ, გადამწყვეტი ფუნქციებია თანამედროვე AI ტრენინგისთვის საჭირო მასიური გამოთვლითი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
თუმცა Colossus-ის სისტემა დაახლოებით 150 მეგავატ ენერგიას შთანთქავს, ნაწილობრივ დიზელის გენერატორებს ეყრდნობა, რაც მასკის სხვა მიზნებს ეწინააღმდეგება. აქ კი, რა თქმა უნდა, Tesla-ს მოვიაზრებთ, რომელიც მწვანე ენერგიისკენ ისწრაფვის…











