12
Dec
2017

Columbia-ს, ვარსკვლავური ომების მოტივებზე შექმნილი, ზამთრის კოლექცია 

12 Dec 2017

მოდის ინდუსტრია და კინო ერთმანეთისთვის ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლის გარეშეც თითოეული ცალკე ბოლომდე სრულყოფილი ვერ იქნებოდა. ამას, ვარსკვლავური ომების სტილში, Columbia-ს მიერ შექმნილი ზამთრის ხაზიც მოწმობს. სპორტულმა ბრენდმა ფილმის პერსონაჟებისთვის დამახასიათებელი ქურთუკები და სხვა აქსესუარები შექმნა. სულ ცოტა ხნის წინ, ორიგინალური კოლექცია არც თუ ისე დიდი რაოდენობით, მაგრამ მაინც ჩაეშვა გაყიდვაში . მართალია, პროდუქციის ღირებულება დაახლოებით $400-იდან იწყება და ის ბნელი ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში ვერ დაგეხმარებათ,  სამაგიეროდ ზამთრის სუსხსა თუ სიცივეს მარტივად გაუმკლავდება.

განხილვა