შესაშური შემთხვევა გაზეთის რედაქციისთვის. წარმოიდგინეთ ერთ დღეს, რომ მოვიდეს ჩვეულებრივი ქალი და გითხრათ ” თქვენს გაზეთში მთელ გვერდს ვყიდულობ იმისთვის, რომ უბრალოდ რამოდენიმე სიტყვა დავწერო”.
ჩინეთში დედამ გაზეთის მთელ ფურცელზე რეკლამა განათავსა, სადაც შვილს სთხოვს სახლში დაბრუნდეს – ” მე და მამაშენი აღარ დაგაძალებთ ცოლის მოყვანას, ვინც გინდა ის მოიყვანე, ოღონდ ახალ წელს სახლში დაბრუნდი და ჩვენთან ერთად შეხვდი”.
ჩინეთში ხშირია შემთხვევა, როდესაც ე.წ. გარიგების საფუძველზე ქმნიან ოჯახს. თვითონ თემაც აქტუალურია და CNN-ის ყურადღება მიიპყრო, საიდანაც გავრცელდა ამ უცნაური რეკლამის ისტორია.