in

„მოდი, ჩამეხუტე“ — კამპანია ამერიკელების დასამშვიდებლად შეიქმნა

ტრამპის განცხადებების შემდეგ, ამერიკელებს დამშვიდება სჭირდებოდათ… ამიტომაც, ეს მოვალეობა კანადურმა ტურისტულმა სააგენტომ აიღო საკუთარ თავზე. მოკლედ, ამერიკელმა ვიზიტორებმა კანადაში ჩასვლისას სტუმართმოყვარეობა რომ იგრძნონ, ერთ-ერთი ადგილობრივი ტურისტული სააგენტო მთლიან კამპანიას ჩახუტებაზე აგებს. მოვლენები 30-წამიან რეკლამაში სასტუმროს მიმღებში ვითარდება, ტურისტსა და რეგისტრატორს შორის კი დიდი ამბები ტრიალდება: 

M2

ერთი შეხედვით მორიგი რეკლამაა, თუ ამის უკან არსებულ პოლიტიკურ ამბებს არ ჩავთვლით — ტრამპის მიერ კანადურ იმპორტზე დაწესებული ტარიფები და მისი პროვოკაციული კომენტარები დიდად აზიანებს ამერიკისა და კანადის ურთიერთობებს, მათ შორის კანადის აშშ-ის შტატად გახდომის შეთავაზებაც… განსაკუთრებით კი ეს ამბავი სასაზღვრო ტურისტულ ზონებს შეეხება, როგორიცაა Tourism Eastern Townships.

შედეგად, ამერიკაში ვიზიტები 10%-ით შემცირდა, ამერიკელმა ტურისტებმა კი ადგილობრივ სასტუმროებში დაიწყეს დარეკვა იმის გასაგებად, კვლავ სასურველი სტუმრები იყვნენ თუ არა… სწორედ ამას პასუხობს Tourism Eastern Townships-ის იუმორისტული რეკლამაც, რომელშიც ამერიკელებს ჩახუტებით ამშვიდებენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტრამპის მოსაზრებებს გვერდით დებენ და პოლიტიკურ მტრობას ივიწყებენ. 

AI რობოტებს უკვე ქვის ქანდაკებების გამოთლა შეუძლია!

გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის – თიბისის ახალი კამპანია