in

Comedy Pet Photo Awards-მა 2024 წლის გამარჯვებულები გამოავლინა!

სასაცილო შინაური ცხოველების კონკურსი დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ვიცით 2024 წლის გამარჯვებულების შესახებ: მთავარი პრიზი სარა ჰასკელმა მოიპოვა ფოტოსთვის Not Just for Cats! სურათზე ჰექტორია ასახული, სარას ძაღლი, რომლის ცხვირიც არასწორ ადგილზე მოხვდა — ჰექტორმა დაინახა, რომ კატას შეეძლო ამის გაკეთება, ამიტომ იფიქრა, მასაც უნდა ეცადა.

BOG
BOG
ესეც ჰექტორი

პოლ ჯოინსონ-ჰიქსისა და ტომ სულამის მიერ დაარსებული კომედიური ფოტოკონკურსი უკვე მეხუთე წელია, რაც ტარდება და იმ სიხარულს ეხება, რაც ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვთ შინაურ ცხოველებს, ხაზს უსვამს ადამიანებსა და ცხოველებს შორის არსებულ უნიკალურ კავშირს. თუმცა, ამასთან, Comedy Pet Photo Awards მათი კეთილდღეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასაც ისახავს მიზნად. 

ჰექტორმა კი ამ მიღწევით გამარჯვებულის სტატუსის გარდა, 500 ფუნტი მოიგო. საუკეთესო ფოტოებს შორის მოხვდა კენიჩი მორინაგას ფოტო, რომელიც ორ ცემენტის ბლოკს შორის გაჭედილ კატას ასახავს და ასე Cat Category-ის წარმოადგენს:

თუმცა კონკურსი მხოლოდ ძაღლებსა და კატებს არ მოიცავდა, აქ ცხენსაც ნახავთ, Junior Category-ის გამარჯვებულსაც გაგაცნობთ, რომლის ავტორიც 16 წლის შარლოტა ქიჩენია ვირის ფოტოთი, კუებსაც იხილავთ და კარატისტ კატებსაც. ხოლო, მას შემდეგ რაც ქვემოთ Comedy Pet Photo Awards-ის გამარჯვებულებს გაეცნობით, თქვენი ფავორიტიც გაგვიზიარეთ:

 

მომგებიანი საინვესტიციო პროექტის ძირითადი მახასიათებლები

500 Global in Eurasia-ს მონაწილე ქართული სტარტაპი – Helio.AI, რომელიც კომპანიებს თანამშრომელთა შერჩევისთვის AI-თამაშს სთავაზობს