თუ კარგი განწყობის შექმნა გჭირდებათ, 2023 წლის Comedy Pet Photography Awards-ის ფინალისტები უნდა დაათვალიეროთ. ხალისიანი, სასაცილო და საყვარელი არსებების ფოტოები ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გადაარჩია — თითოეულ მათგანში ცხოველთა სამყაროს მშვენიერება და დადებითი ხასიათებია წარმოჩენილი.
ზოგიერთი კადრი იმ უჩვეულო ჩვევებზეა ფოკუსირებული, რომლებიც ჩვენს ბეწვიან მეგობრებს აქვთ. ზოგიერთი კი გვარწმუნებს, რომ ძაღლები და მათი პატრონები ნამდვილად ჰგვანან ერთმანეთს.