დიახ, Comedy Wildlife Photography Awards-მა 2023 წლის ფინალისტები გამოავლინა და ბევრი მიზეზიც მოგვცა ღიმილისთვის. ამ წლის შორთლისტი 41 ფოტოსგან, 3 პირტფოლიოსა და 3 ვიდეოსგან შედგება, რომლებიც ველური ცხოვრების სასაცილო მხარეს ასახავს. აქ ნახავთ ყველაფერს დაწყებული გიტარისტი კენგურუდან ჩიბუხიან მელიამდე… ხოლო, თუ ვინ გახდება ხალხის რჩეული, ეს თქვენზეა, უბრალოდ ლინკზე უნდა გადახვიდეთ და მას პრიზის მოპოვებაში დაეხმაროთ.
თუმცა Comedy Wildlife Photography Awards-ის მიზანი მხოლოდ ჩვენი გაღიმება ნამდვილად არ არის, ისინი უკვე მერვე წელია ბუნების კონსერვაციაზე აკეთებენ აქცენტს. შესაბამისად, ყოველწლიურად ერთ ბუნების კონსერვაციაზე მზრუნველ ორგანიზაციას ირჩევენ მხარდასაჭერად, წელს კი ყველაფერი Whitley Fund for Nature-ისთვის (WFN) კეთდება…
რაც შეეხება გამარჯვებულს, იგი ჩვენთვის 23 ნოემბერს გახდება ცნობილი, მანამდე კი თქვენი ფავორიტი შეგიძლიათ, აირჩიოთ: