თუ ინტერიერის მოსაწყობად ბიუჯეტურ და ხარისხიან გადაწყვეტილებას ეძებთ, „კომფოს“ ონლაინ მაღაზიას ან შოურუმს უნდა ეწვიოთ. კომპაქტურ, კომფორტულ და ხარისხიან ნაწარმს „კომფოს“ ასორტიმენტში სასურველ ფასად ადვილად შეარჩევთ. თითოეული პროდუქტი შეფუთვაში ასაწყობ მდგომარეობაშია მოთავსებული, რაც განაპირობებს კიდეც მის ოპტიმალურ ღირებულებას. სიმარტივით ხასიათდება არამხოლოდ შეძენის პროცესი, არამედ აწყობისაც. „კომფო“ საქართველოში ისეთი მწარმოებლების ექსკლუზიური წარმომადგენელია, რომლებიც ევროპის წამყვან ქვეყნებს ამარაგებენ. ორიოდე თვეა, „კომფოს“ ონლაინ პლატფორმა https://comfo.lv/ საქართველოს შემდეგ, ლატვიის ბაზარზეც გამოჩნდა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ათვისებას გეგმავს. რას მოიცავს „კომფოს“ პროდუქტი, რას ნიშნავს ხარისხისა და ფასის ოპტიმალურობა და როგორ დავზოგოთ ინტერიერის მოწყობისას, კომპანიის დამფუძნებლებმა ბაჩანა რაფავამ და ნოდარ ფაღავამ ისაუბრეს.
M: პირველ რიგში, მიმოვიხილოთ, რას საქმიანობს „კომფო“?
„კომფო“ არის მაღაზია, რომელიც მომხმარებელს ავეჯს, განათებასა და ინტერიერისთვის განკუთვნილ დეკორაციას, აქსესუარებს სთავაზობს. პროდუქტები შეფუთვაში ასაწყობ მდგომარეობაშია მოთავსებული. როდესაც ბიზნესიდეაზე ვმუშაობდით, ჩვენი პრიორიტეტი იყო, მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ხარისხიანი პროდუქცია მაქსიმალურად დაბალ ფასად (არ ვიქნებით ქედმაღლები თუ ვიტყვით, რომ ხშირად გვწერენ მადლობას იმისათვის, რომ ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ საჭირო და ხარისხიანი პროდუქტი). მეორე და ასევე მთავარი პრიორიტეტი გახლდათ, პროდუქტი მომხმარებლისთვის ონლაინ მარტივად ყოფილიყო ხელმისაწვდომი და ყოფილიყო ის პროდუქცია, რაც თითქმის ყველას სჭირდება სამუშაო თუ საცხოვრებელი სივრცის მოსაწყობად. ამ მიზნით დავიწყეთ „კომფოს“ დაფუძნება სამი წლის წინ.

გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი პროდუქციის ოფიციალური შემომტანი საქართველოს ბაზარზე არ არსებობდა, დავიწყეთ მომხმარებელთა საჭიროებისა და მზაობის კვლევა. ასევე, მოვიძიეთ მომწოდებლები, მათი პროდუქტები და შესაბამისობა ფასთან. მივაკვლიეთ თურქულ დიდ საწარმოებს, რომლებიც ჩვენთვის საინტერესო პროდუქტებს ქმნიან. თურქეთი მოსახერხებელი იყო ტრანსპორტირების თვალსაზრისითაც. ეს მწარმოებლები არიან წამყვანები თავიანთ სეგმენტში – პროდუქცია გააქვთ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში და ხარისხის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებენ. აღსანიშნავია, რომ დიდ მწარმოებლებთან, რომელთა პროდუქციასაც მომხმარებლებს ვთავაზობთ, ექსკლუზიურად წარმოვადგენთ საქართველოში.
M: თქვენ ახსენეთ, რომ ხარისხსი ფასთან შესაბამისობაშია…
დიახ, კარგი ხარისხი გვაქვს ძალიან კონკურენტულ ფასად. მწარმოებლების შერჩევისას ამ ფაქტორს დიდი ყურადღება მივაქციეთ. რეგულარულად ვსტუმრობთ საერთაშორისო გამოფენებს, რათა ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაცია შევარჩიოთ და შევთავაზოთ მომხმარებლებს.

M: სად არის შესაძლებელი „კომფოს“ პროდუქციის დათვალიერება და შეძენა?
გვაქვს ონლაინ მაღაზია www.comfo.ge, საიდანაც მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია შეიძინოს სასურველი პროდუქტი. საკომუნიკაციოდ აქტიურად ვიყენებთ სოციალურ ქსელებს Facebook და Instagram, საიდანაც ასევე შეიძლება შეკვეთა. შეძენა შოურუმშიც არის შესაძლებელი, სადაც მომხმარებელი ადგილზე მოდის და სასურველ პროდუქციას არჩევს. ჩვენი ნებისმიერი პროდუქტი შეფუთულ მდგომარეობაში თავისუფლად ჩაეტევა სედანის ტიპის ავტომობილში. შოურუმი დავით აღმაშენებლის ხეივანზეა #68-ში, ავეჯის მოლი თბილისი პავილიონის მე-2 სართულზე, 230-ე მაღაზია.
„კომფოს“ პროდუქტების შეძენა არამხოლოდ საკუთარი სივრცისთვისაა მოსახერხებელი, არამედ ძალიან ხშირად ყიდულობენ სასაჩუქრედაც და ადრესატი ამანათს პირდაპირ მისამართზე იღებს. ბევრი კომპანია ყიდულობს პროდუქციას ოფისის, სასტუმროს, სასწავლო დაწესებულების და სხვა სამუშაო თუ დასასვენებელი სივრცის მოსაწყობად.

M: რამდენად მარტივია „კომფოს“ პროდუქციის დამოუკიდებლად აწყობა მომხმარებლისთვის?
ამ მიზნით, გავაკეთეთ YouTube არხი, სადაც ყველა პროდუქტის აწყობის დეტალური ვიდეო ინსტრუქციაა მოცემული. ვიდეოების დახმარებით, მომხმარებელს ბევრად უმარტივდება შენაძენის აწყობა, ამასთან, ვიზუალურად ხედავს საბოლოო შედეგს, რაც პროდუქციის შეძენის გადაწყვეტილებას უადვილებს. ბევრი ადამიანისთვის ავეჯის ან ინტერიერის დეკორაციის საკურთარი ხელით აწყობა ერთგვარი ჰობიც არის…
მაგალითად, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი იყო სამეცადინო-საოფისე მაგიდა. შესაძენი შეფუთვის ზომებია 12x60x120 სმ – კომპაქტური, გადასაადგილებლად მარტივი და ბიუჯეტური. შეძენაც მარტივია და შემდეგ, აწყობაც.
M: საქართველოს პარალელურად, წარმომადგენლობა ლატვიაშიც გახსენით. როგორ გახვედით უცხოურ ბაზარზე?
ლატვიასთან პირადი სამუშაო გამოცდილება მაკავშირებს. ჩვენი იქაური პარტნიორები მარკეტინგის სფეროს წამყვანი სპეციალისტები არიან. ანალოგიურად მოვეკიდეთ ლატვიის ბაზარს – შევისწავლეთ მომხმარებლების მოთხოვნები და საჭიროებები და შესაბამისად შევარჩიეთ ასორტიმენტი. კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ ლატვიაში ჩვენი მომწოდებლების პროდუქტზე იყო მოთხოვნა და შესაბამისად, ამ ბაზარზე ავიღეთ სწორება. გამომდინარე იქიდან, რომ ონლაინ შოპინგი ლატვიაში ძალიან განვითარებულია, სწორედ ეს არხი გამოვიყენეთ გაყიდვებისთვის. ტრანსპორტირება იმდენად გამარტივებულია, რომ თავისუფლად შეგვიძლია მოვიცვათ ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა.

M: მომსახურების ხარისხზეც ვისაუბროთ…
გარდა იმისა, შეძენა მარტივად არის შესაძლებელი ყველა იმ არხის საშუალებით, რაც ონლაინ თუ შოურუმს მოიცავს, დიდ ყურადღებას ვაქცევთ მომხმარებლის მხარდაჭერას, რამდენად მოსახერხებელი იყო მათთვის შენაძენის დამოუკიდებლად აწყობა, როგორი გამოვიდა საბოლოო შედეგი, რამდენად კმაყოფილია მომხმარებელი და ა.შ.
მომხმარებლის უკუკავშირი გადამწყვეტია ახალი პროდუქციის ჩამოსვლისას. ამ პროცესში მათ შეფასებებსა და საჭიროებებს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ.
მიწოდებას საქართველოს ნებისმიერ რეგიონში უზრუნველვყოფთ. თბილისში გვაქვს მიწოდების ორი ტიპი – შეკვეთის გაფორმებიდან მეორე დღეს მიწოდების და 1-3 დღის ვადაში მიტანის სერვისი.
დამატებული გვაქვს თიბისისა და საქართველოს ბანკის სერვისები, შესაბამისად, შეძენა ეტაპობრივი უპროცენტო გადახდითაც არის შესაძლებელი.
M: როგორია „კომფოს“ განვითარების სამომავლო გეგმები?
პირველ რიგში, მაქსიმალურად გვინდა ასორტიმენტის გაზრდა. კვლავინდებურად, კვლევის საფუძველზე, მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ რეგიონებში გაფართოებასაც. გეგმები გვაქვს უცხოურ ბაზრებთან დაკავშირებითაც და ბალტიისპირეთის ქვეყნებში აქტიურად ოპერირებაზე ვაპირებთ მუშაობას.
[R]













