in

„ხარისხი ყველაფერში: პროდუქციაში, დიზაინში, მომსახურებაში“ – როგორი გეგმები აქვს 2024 წლისთვის „კომფორტერს“

რამდენიმე წლის წინ, მეგობრების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ – წამოეწყოთ საკუთარი საქმე – გაამართლა და ბაზარზე პრემიალური ხარისხის ავეჯის მაღაზია „კომფორტერი“ გამოჩნდა. გუნდმა მთავარ ორიენტირად მოქნილი და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა, მომხმარებლებისთვის განსხვავებული ასორტიმენტის შეთავაზება დაისახა.  წლების განმავლობაში, მაღაზიას ფილიალები დაემატა და დღეს, უკვე ქსელი რეგიონში გაფართოებას გეგმავს. ამ დროისათვის, მაღაზიათა ქსელს, მომხმარებლისთვის სხვადასხვა შეთავაზებაც აქვს. 2023 წლის შედეგებსა და 2024 წლის გეგმებზე, „კომფორტერის“ მარკეტინგის მენეჯერი მარიამ დვალიშვილი გვესაუბრა.

M: უკვე რამდენიმე წელია, რაც „კომფორტერი“ საქართველოს ბაზარზეა. როგორ განვითარდა, ამ დროის მანძილზე?

„კომფორტერის“ გახსნის პირველივე დღიდან ვცდილობდით, კარგად დავკვირვებოდით ჩვენი მომხმარებლის ქცევას და ამაზე დაყრდნობით განგვევითარებინა ჩვენი კომპანია თუ ადგილზე არსებული პროდუქცია. ვაკვირდებოდით, რა მოდელებზე იყო ბაზარზე მოთხოვნა. მუდმივად ვთავაზობდით სხვადასხვა ბენეფიტს, მაგალითად, დიზაინერის მომსახურებას, რომელიც მომხმარებელს დაეხმარებოდა ინტერიერისთვის ავეჯის მორგებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. მუდმივად ვცდილობდით შოურუმში ყოფილიყო ავეჯისა და აქსესუარების ფართო არჩევანი, რათა ნებისმიერი ვიზიტორის სურვილი დაგვეკმაყოფილებინა და სახლის უნივერსალური დიზაინი შეგვქმენა, „კომფორტერის“ ავეჯთან ერთად.

დღესდღეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრად წინ ვართ იქიდან, საიდანაც დავიწყეთ. პირველად, როდესაც „კომფორტერი“ ბაზარზე შემოვიდა 3 პარტნიორი მომწოდებელი ქარხანა ჰყავდა. დღეს, მომწოდებელი ქვეყნების რიცხვი ბევრად გაზრდილია – დაგვემატა 30 მდე პარტნიორი კომპანია და 6 ქვეყნიდან შემოგვაქვს ავეჯი, ესენია უკრაინა, პოლონეთი, თურქეთი, დანია, გერმანია და იტალია.

M: როგორ შეაფასებთ განვლილი წლის შედეგებს?

განვლილი წლის შედეგებით საკმაოდ კმაყოფილები ვართ. ვფიქრობ, ამ პერიოდში ყველა კომპანიამ ძალიან ბევრი რამ ისწავლა, რადგან იყო ძალიან რთული ფორსმაჟორებიც,  თუმცა დღეის გადასახედიდან ვთვლით, რომ ყველა ქცევამ, სწაფმა გადაწყვეტილების მიღებამ და  ახალ რეალობაზე მორგებამ, განგვავითარა  და მივიღეთ ფორსმაჟორში მუშაობის საკამაოდ დიდი გამოცდლება, შესაბამისად განვილილი წლის შედეგებით საკმაოდ კმაყოფილი ვართ, თუმცა არ ვჩერდებით და ვთვლით, რომ მუდმივად უნდა განნვითარდეთ, მუდმივად ახალი რაღაც უნდა შევთავაზოთ მომხარებელს და ყოველთვის წინ უნდა ვიმოძრაოთ, თუ გვინდა, რომ ვიყოთ მუდმივად იქ, სადაც ვართ.

M: რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, 2023 წელს?

გასულ წლებთან შედარებით, 2023 წელი მარტივი პერიოდი აღმოჩნდა. მანამდე, გადავიტანეთ პანდემია, ომი და ისეთი გამოწვევები, როდესაც ბრენდის სრულიად გადაწყობა და კონცეფციის შეცვლა მოგვიწია. ამ წლის მთავარი გამოწვევა ბაზრის სრული დაკმაყოფილება და ხარისხის შენარჩუნება იყო, რადგან ავეჯზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ფაქტობრივად, ყველაზე დიდი მაჩვენებელი გვქონდა. შესაბამისად, მთავარ გამოწვევად ხარისხისა და მომსახურების შენარჩუნება იყო ყველა მიმართულებით, რომ ნებისმიერი მოსული ადამიანი ყოფილიყო კმაყოფილი, ბედნიერი და გახარებული. ვფიქრობთ, ეს მეტნაკლებად გამოგვივიდა.

M: დღესდღეობით, რა არის „კომფორტერის“ უპირატესობა? რატომ უნდა აირჩიოს თქვენი ბრენდი მომხმარებელმა?

ყველა ბრენდს აქვს თავისი ძლიერი მხარე და რა თქმა უნდა, „კომფორტერსაც“ გააჩნია თავისი უპირატესობები. პირველი – დახვეწილი ავეჯი და აქსესუარები, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ. ეს მახასიათებელი ბაზარზე გამოჩენის დღიდან გვქონდა. ოღონდ, ჩვენ კი არ ვამტკიცებთ, მომხმარებლების უკუკავშირი და დამოკიდებულება ადასტურებს ამას, როდესაც უკან ბრუნდებიან, ისევკომფორტერისპროდუქციას ირჩევენ და მიაჩნიათ, რომ განსხვავებული და გამორჩეულია. ჩვენი ბრენდის კიდევ უპირატესობა მომხმარებელზე მორგებული მომსახურებებიამაქსიმალურად ვითვალისწინებთ თითოეული მათგანის მოთხოვნებს. მაგალითად, იმ მომენტში, არ გვაქვს სასურველი დიზაინის, ფერის, ან მექანიზმის დივანი? შევუკვეთავთ და ჩამოვუტანთ. ასევეკომფორტერისუპირატესობაა მომხმარებლის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება და ნდობა, რომელიც მათ ჩვენმა ბრენდმა გაუჩინა. მთავარია, მომხმარებელს მოსწონდეს ავეჯი და კომფორტულად მოიხმარდეს. შერჩევის ეტაპიდან, მისამართზე მიტანამდე, კონსულტანტი იქნება, თუ მენეჯერი, ყველა ერთნაირად ეხმარება. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ჩვენი უპირატესობაა ხარისხიხარისხი ყველაფერში: პროდუქციაში, დიზაინში, მომსახურებაში.

M: ამ დროისათვის, რა შეთავაზებები აქვს კომფორტერს მომხმარებლისთვის?

ამ ეტაპზე, „კომფორტერი“ განაგრძობს საახალწლო შეთავაზებას და მომხარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს 25%-იანი ფასდაკლებით, სრულ კოლექციაზე.

M: როგორია გეგმები 2024 წლისთვის?

სამომავლო გეგმები შემდეგია – გვინდა, ჩვენი ბრენდი კიდევ უფრო გაიზარდოს. მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვფიქრობთ ახალ მაღაზიებზე, ქვეყნის მასშტაბით – პირველ რიგში, ბათუმში. გვინდა, კიდევ ერთი ობიექტის დამატება თბილისში. გარდა ამისა, ვგეგმავთ პროდუქციის – ახალი ქვეყნების, მწარმოებლებისა  ასორტიმენტის გაზრდას, რომელიც შერჩეული იქნება ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნის შესაბამისად.

[R]

Burger King-მა მიზნად მაკდონალდის კუნძულის აღება დაისახა!

Reading Coach — მაიკროსოფტმა კითხვის მასწავლებელი სისტემა შექმნა