კამპანიას, რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ, 6-წლიანი ისტორია აქვს. ეს ამბავი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტურისტული ემბარგო დაუწესა და მთელი ქვეყანა შიდა ტურიზმის მხარდაჭერაზე გადაეწყო. სწორედ მაშინ, ავეჯის მაღაზიათა ქსელმა „კომფორტერმა“ საკუთარ თავზე აიღო ადგილობრივი ტურიზმის წახალისების ინიციატივა და მომხმარებლებს, ფასდაკლებასთან ერთად, სჩუქნიდა მოგზაურობას ქვეყნის გარშემო. კომპანიისთვის ეს იყო სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც პასუხობდა მომხმარებლებისთვის ადამიანებისთვის კომფორტის შექმნას. კამპანიამ განსაკუთრებით დადებითი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში და „კომფორტერისთვის“ ტრადიციადაც კი იქცა. კომპანია უკვე ექვსი წელია წარმატებით ინარჩუნებს აქტიურ თანამშრომლობას ტურიზმის სექტორთან.
ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, „კომფორტერმა“ ტრადიციული კამპანია წამოიწყო. კამპანია 3 ივნისს დაიწყება და თვის ბოლომდე გასტანს. მასში ინტეგრირებულია რამდენიმე კომპონენტი, რომელიც მომხმარებლისთვის საინტერესო შეთავაზების პაკეტს ქმნის:
ერთი მხრივ, არის მთელ პროდუქტების ნაწარმზე 20-60%-მდე ფასდაკლება, რომელიც მოიცავს შიდა და გარე ავეჯის, თეთრეულისა და ინტერიერის აქსესუარების სრულ ასორტიმენტს.
მეორე მხრივ კი, ყოველი ტრანზაქციის შემდეგ, შესყიდვის ღირებულების მიუხედავად, მყიდველი იღებს დამატებით სტიმულს – ან მომავალი შესყიდვისთვის დამატებით ფასდაკლებას, ან სრულად კომპენსირებულ დასვენების ვაუჩერს ქართულ სასტუმროებში, როგორებიცაა:
- Bioli
- Raddison Tsinandali
- Park Hotel
- Nekresi Estate
- Lopota
კამპანიის ფარგლებში, „კომფორტერი“ თანამშრომლობს ტურისტულ ობიექტებთან, საქართველოს რეგიონებში არსებულ სასტუმროებთან. პარტნიორი სასტუმროების დეტალური ჩამონათვალი მალე გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისა და სრულყოფილი მოგზაურობის დაგეგმვისთვის.
Comforter-ის დამფუძნებლების შეფასებით, ეს ინიციატივა მომხმარებლების წახალისებას ისახავს მიზნად და ერთდროულად ასრულებს რამდენიმე როლს ითავსებს. ბაზარზე არსებული ერთნაირი კონკურენტული გარემოს პირობებში, კომპანია ქმნის უნიკალურ ღირებულ შეთავაზებას, რომელიც მნიშვნელოვნად განასხვავებს მას კონკურენტებისგან. ამას გარდა, ტურიზმის სექტორთან თანამშრომლობით Comforter-ი ფართოებს თავის ეკოსისტემას და ირიბ გავლენას ახდენს ადგილობრივი ეკონომიკის სხვადასხვა დარგზე.
კომპანიის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ „ეს არის ერთგვარი საჩუქარი მომხმარებლისთვის და იმავდროულად წვლილი ქართული ტურიზმის განვითარებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მიდგომა, რადგან შიდა ტურიზმის ხელშეწყობასა და ადგილობრივი ბიზნეს ეკოსისტემის განვითარებას სტრატეგიულ პრიორიტეტად განვიხილავთ“.
[R]