#იპოვეშენისაქართველო – ეროვნულ ინიციატივას, ადგილობრივი ტურიზმის განვითარების შესახებ, ავეჯის მაღაზიათა ქსელი “კომფორტერი” შეუერთდა. 4-დან 15 ივლისამდე “კომფორტერის” ქსელში მისულ მომხმარებელს შეუძლია ამოარჩიოს საჩუქრები, რომელთა შორისაც, ფასდაკლებების გარდა, საქართველოს ტურისტულ ადგილებში მოგზაურობაც შედის. როგორც კომპანიის დირექტორი, ზურა მოსახლიშვილი ამბობს, “კომფორტერისთვის” მნიშვნელოვანია იზრუნოს შიდა ტურიზმის განვითარებაზე და აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვის კომფორტის შექმნაზე:
M: რა არის თქვენი კამპანიის მთავარი გზავნილი და მიზანი?
ჩვენი კომპანიის მთავარი ღირებულება ადამიანებისთვის კომფორტის შექმნაა. დღევანდელ საქართველოში კი, რთულია მოქალაქემ კომფორტულად იგრძნოს თავი ოკუპაციის პირობებში, რასაც ტურისტული ემბარგოც დაერთო თან. გვინდოდა იმ პრობლემაში წვლილის შეტანა, რაშიც საქართველო იმყოფება განვითარებული მოვლენების გამო. შესაბამისად, ჩვენი კამპანიის მიზანიც ეს იყო – საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარება, წახალისება და ჩვენი მომხმარებლისთვის ფასდაკლების მიღებასთან ერთად, საჩუქრის გაკეთება.
M: ინტერნეტ მომხმარებლები, დროდადრო, გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ასეთი აქციები პრობლემის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებას ემსახურება…
შესაძლოა, ზოგს მართლაც აქვს ასეთი მოსაზრება. თუმცა, ეს ნაკლებად ეხება “კომფორტერის” ინიციატივას. ჩვენ წინა პერიოდშიც გვქონდა მსგავსი აქციები, ჯერ კიდევ, თვის დასაწყისში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ახალ წელს… ჩვენი მხრიდან, ეს არის ერთგვარი საჩუქარი, რომელსაც ჩვენ მომხმარებელს ვუკეთებთ. ეს სულ მცირედია, რითაც შეგვიძლია ქართული ტურიზმის განვითარებას შევუწყოთ ხელი და ხალხს ვანახოთ ის ძალიან ბევრი მაგარი ადგილი, რაც საქართველოში შეუძლიათ დაათვალიერონ.
M: უფრო ვრცლად, რას მოიცავს “კომფორტერის” აქცია?
კამპანია #იპოვეშენისაქართველოს ფარგლებში, მომხარებელი 4 ივლისიდან 15 ივლისამდე მიიღებს 20% – 40%-მდე ფასდაკლება და პირველ ეტაპზე, ტურებს ყაზბეგის, სვანეთის და რაჭის მაშტაბით.
ფასდაკლების ფურცლები იქნება განთავსებული ბუშტებში, რომელიც ნივთის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა ამოარჩიოს შემთხვევითობის პრინციპით. საჩუქრებიან ბუშტებში ეწერება რამდენ პროცენტიანი ფასდაკლება მიიღო მან და ის ადგილი, სადაც ჩვენი ხელშეწყობით იმოგზაურებს.
M: ვის და როგორ შეუძლია მონაწილეობა?
აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, 4 ივლისიდან – 15 ივლისამდე, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ავეჯის შეძენა. აქცია ვრცელდება ორივე ფილიალზე (ალ. ყაზბეგის #12 და მარშალ გელოვანის #52). ამისათვის გამზადებული გვაქვს სპეციალური ბუშტები, რომლებშიც არის დამალული ფასდაკლებისა და საჩუქების ბარათები და რომელ ბუშტსაც გახეთქავს ჩვენი სტუმარი, შესაბამისად დასაჩუქრდება.
M: როგორ გეგმავთ, ამ აქციის საშუალებით, ქართული ტურიზმის ხელშეწყობას?
ტურები ისე დაიგეგმება, რომ მოხდეს პოპულარიზაცია, შედარებით უცნობი ადგილების, ჩვენ მომხმარებელს, იმასთან ერთად, რომ ვჩუქნით ტურს, ვაძლევთ საშუალებას დაათვალიეროს კონკრეტული ადგილის ღირშესანიშნაობები, რომელიც სრულიად დაფინანსდება ჩვენი მხრიდან, სწორედ ამით შევუწყობთ ხელს ქართული ტურიზმის განვითარებას.
[R]