ეს ამბავი ორწელიწადნახევრის წინ, დილის 5:47 წუთზე მოხდა. შვიდ ახლო მეგობარს არ ეძინა – ერთ ბიზნეს იდეას განიხილავდნენ, რომელშიც გულახდილად რომ ვთქვათ, ჯერ ვერ ერკვეოდნენ, მაგრამ ირწმუნეს, რომ სწორედ ამ გზას უნდა დადგომოდნენ. ფოტოც გადაიღეს, რათა საერთო აღმოჩენის ეს მომენტი არასოდეს გამქრალიყო მათი გონებიდან. იმ დილას ავეჯის მაღაზიის შექმნა გადაწყვიტეს, ისეთის, სადაც ძველებური, ჭარბჩუქურთმებიანის ნაცვლად, ისეთი ავეჯი გაიყიდებოდა, ყველა მაღაზიას, ბაზრობას და ჰიპერმარკეტს რომ შემოივლიდი და სხვაგან ვერსად იპოვიდი. ჩვენ ასეთ პროდუქტს “მომხმარებელზე მორგებულს” ვუწოდებთ ხოლმე.
ჰო, აქვე, ღირს აღნიშვნად, რომ ამ შვიდი მეგობრიდან არცერთის საქმიანობა არ უკავშირდებოდა ავეჯს ან დიზაინს – მათგან ზოგი მარკეტერი იყო, ზოგი იურისტი ან სხვა პროფესიის წარმომადგენელი და თავიანთი სამსახურებით იყვნენ დაკავებულები. ამიტომ, გადაწყვიტეს, საერთო ბიზნესში საკუთარ თავზე ის ფუნქცია აეღოთ, რაშიც ყველაზე კარგად ერკვეოდნენ, დანარჩენი კი ერთობლივად შეესწავლათ.
პირველ რიგში, ბაზრის მოკვლევა, შემდეგ კი, შესაფერისი ქარხნების ძიება დაიწყეს. ნაწილობრივ, საკუთარი რესურსებით, ნაწილობრივ კი, ნასესხები ფულით, როგორღაც ჩააღწიეს პოლონეთში და ხარისხიანი მწარმოებლების შემდეგ, პირველი კოლექციის შერჩევის შემდეგ, პირველი მაღაზიის გახსნაზე დაიწყეს ზრუნვა. ასე დაიდო “კომფორტერმა” ბინა ყაზბეგის გამზირზე, ორი წლის წინ.
თავდაპირველად, ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებდნენ, იქ, სადაც ეს საჭირო იყო – საჭიროების შემთხვევაში, თავად აწყობდნენ ავეჯს, თავად მიჰქონდათ შეკვეთა, ავსებდნენ საწყობს, აწყობდნენ მაღაზიის ინტერიერს… საქმე პროცესში აითვისეს და თავიდანვე განსაზღვრეს მუშაობის რამდენიმე პრინციპი, რასაც “კომფორტერი” სხვებისგან გამორჩეულ კომპანიად უნდა ექცია: გამორჩეული სტილი და ხარისხი, მეგობრული ურთიერთობა მომხმარებლებთან, ხარისხიანი სერვისი.
“კომფორტერში” თვლიან, რომ სწორედ ამ დამოკიდებულების გამოძახილია მომხმარებლების სიმრავლეც და დადებითი შეფასებაც, მათი მხრიდან. მოკლე დროში, საბურთალოს “კომფორტერს” დიღმის ფილიალი შეემატა, რამდენიმე თვეში კი, მაღაზია “ისთ ფოინთშიც” გამოჩნდა.
საინტერესოა, რომ “კომფორტერის” განვითარების გზა, ბოლო ორი წლის მანძილზე, ქვეყანაში მიმდინარე კრიზისული სიტუაციების ფონზე მიმდინარეობს. 2019 წელს, როდესაც ტურისტულმა ემბარგომ ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარებისკენ მიმართა საზოგადოების ყურადღება, კამპანიას “კომფორტერი” აქციით შეუერთდა და მომხმარებლებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დასასვენებლად, საგზურებს სჩუქნიდა. წელს კი, როდესაც კომპანიას ორი წელი შეუსრულდა და პანდემიის ფონზე, საგზურების ჩუქება არც ისე მარტივი ამოცანა აღმოჩნდა, “კომფორტერმა” სრულ კოლექციაზე 35%-იანი ფასდაკლება გამოაცხადა, ერთი კვირის განმავლობაში (14 ოქტომბრის ჩათვლით).
აღსანიშნავია, რომ კომპანიას მუშაობა პანდემიის დროსაც არ შეუჩერებია, საერთაშორისო გადაზიდვების შეფერხებებისა და უშუალო კონტაქტის სიმწირის მიუხედავად. როგორც “კომფორტერში” გვიამბობენ, კარანტინის თვეებმა კიდევ უფრო გააძლიერა ონლაინ კომუნიკაცია და პროდუქციის გაყიდვა ამ არხის საშუალებით ხერხდებოდა.
დღეს, “კომფორტერში” თვლიან, რომ გაწეული შრომა ღირდა იმ შედეგის ნახვად, რა ეტაპზეც ახლა იმყოფება კომპანია, თუმცა უფრო დიდი მიზნები, ჯერ კიდევ, წინაა.
[R]