in

კომფორტერი ახალ წელს ახალი გეგმებით და დიდი სიახლეებით ხვდება

„კომფორტერის“ ისტორია, დაახლოებით, 3.5 წლის წინ დაიწყო. იდეა დილაადრიანად დაიბადა. მის შვიდ თანაავტორს სურდა ქართული ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული სტილის ავეჯი შეეთავაზებინა, რაც მომხმარებლის სურვილებზე მაქსიმალურად იქნებოდა მორგებული. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას მაშინვე შეუდგნენ და იმის მიუხედავად, რომ არცერთი დამფუძნებლის გამოცდილება კავშირში ავეჯის სფეროსთან არ იყო, იდეამ გაამართლა. მას შემდეგ, „კომფორტერმა“ დიდი გზა გამოიარა. კომპანია ცდილობდა, სოციალური პასუხისმგებლობაც აეღო საკუთარ თავზე – მაგალითად, ტურისტული ემბარგოს დროს, სპეციალური კამპანიაც წამოიწყო, შიდა ტურიზმის ხელშესაწყობად. კომპანიის განვითარების ახალი ეტაპი პანდემიის დროს დაიწყო, რამაც „კომფორტერის“ გუნდს სრულიად ახლებური ხედვა შეუქმნა. მათ დაინახეს, რამდენად შეცვალა პანდემიამ მომხმარებლის დამოკიდებულება სახლის, როგორც კომფორტული ზონის აღქმაზე. ამან, თავის მხრივ, საგრძნობლად გაზარდა ავეჯზე მოთხოვნა, გასულ წლებთან შედარებით.

სწორედ ამიტომ, „კომფორტერმა“ გადაწყვიტა ავეჯის შეძენის პროცესი უფრო კომფორტულად ექცია. სურდათ, მომხმარებლისთვის ინტერიერის მოწყობა საგრძნობლად გაემარტივებინათ. შექმნეს სპეციალური აპლიკაცია, რომლის 3D ფუნქციის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია სასურველი ფერისა და ფორმის ავეჯი აარჩიოს, საკუთარ სივრცეს მოარგოს და დარწმუნდეს, მოუხდება თუ არა ის მის ინტერიერს.

„კომფორტერმა“ სერვისიც განაახლა – თუკი კონკრეტული მოდელის ავეჯის ინტერიერში განთავსება შეუძლებელია, მომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტის შეკვეთის საშუალებას აძლევს.

სიახლეა პროდუქციის მიმართულებითაც – 2021 წელს, „კომფორტერმა“ ახალი პარტნიორები და მომწოდებლები შეიძინა. კომპანიამ გაამრავალფეროვნა პროდუქციის ასორტიმენტი, დაამატა საძინებლის ავეჯი, რომლითაც მომხმარებელს შეუძლია ააწყოს სხვადასხვა ზომის და მასალის მოდულირებადი კარადები. ამას გარდა, თანამშრომლობა დაიწყო კონცეპტუალურ ბრენდთან „ლინნინი“ და მომხმარებელს მათი ქართული წარმოების ხარისხიანი თეთრეული შესთავაზა.

„კომფორტერში“ საახალწლო ფასდაკლება 30 იანვრამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში, მომხმარებელს შეეძლება ავეჯის სრული კოლექციიდან სასურველი პროდუქტი 30%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს და ინტერიერი განაახლოს.

 

[R]

ასე გამოიყურება ფონტი, რომელიც ლეგოებისგან შეიქმნა

მეცნიერებმა აქლემის ცხვირით შთაგონებული ტენიანობის სენსორი შექმნეს