8
Jun
2018

რატომ არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა საუკეთესო შესაძლებლობა? – 5 რჩევა ანტრეპრენუარებს

8 Jun 2018

როცა გადაწყვეტ, რომ გახდე ანტრეპრენუარი, ე.ი. თანახმა ხარ, იარო უცნობ გზებზე, ისეთებზე, ჯერ რომ არავის აღმოუჩენია. ამის გათვალისწინებით კი, ბევრი დისკომფორტის, უხერხულობის, ნეგატიური ემოციების განცდა მოგიწევს. სამაგიეროდ, გაიზრდები და შეძლებ შენი ბიზნესის განვითარებასაც, ყოველდღიურად. გარანტია არაფერზე გაქვს – გარდა იმისა, რომ  ზუსტად იცი, შენ უნდა იყო ანტრეპრენუარი!  შენი კომფორტის ზონიდან გამოსვლის რამდენიმე მაგალითს კი სუჯან პატელი გვიზიარებს:

pasha-statiebi
pasha-statiebi

რეგულარულად გააკეთე ისეთი რამ, რაც შენთვის არაკომფორტულია
მე დავჯექი და ჩამოვწერე იმ რაღაცების სია,  რასაც კომფორტის ზონიდან გამოვყავდი. სიის ტოპ ხუთეულში იყო ახალი საჭმელების გასინჯვა. 10-დან 9 შემთხვევაში, არ მომეწონა ის ახალი, თუმცა 1, რომლითაც აღვფრთოვანდი, იყო საოცარი და ის 9 შემთხვევა გადაწონა. შენც შეგიძლია, გააკეთო რამე მსგავსი და რაღაც განსხვავებული შეიტანო შენი ოფისისა თუ ყოველდღიური დილის რუტინაში, თუმცა მთავარია, რომ თავი არ იგრძნო კომფორტულად.

დაიწყე მცირედი ცვლილებებით
როდესაც ვამბობ, რომ რაღაც ახალი უნდა სცადო, ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც, დიდი ცვლილებებით უნდა დაიწყო. მაგალითად, მე მეშინია ობობების, მძულს საჯარო გამოსვლა, მაქვს სიმაღლის შიში, თუმცა, არ ვაპირებ, რომ ობობებით სავსე ოთახში შევიდე ან 1000 ადამიანიანი აუდიტორიის წინაშე წარვდგე სიტყვით. დაიწყე პატარა ცვლილებებით, რომ გაუმკლავდე უფრო დიდ შიშებს.

მოირგე სხვადასხვა როლი
პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიას ვემსახურები, როგორც კლიენტებთან ურთიერთობის წარმომადგენელი და ვესაუბრები მომხმარებლებს, ვპასუხობ ელექტრონულ შეტყობინებებს და ვუძღვები ინტერნეტ კონფერენციებს. ექსპერტი არ ვარ ამ საკითხებში და შესაბამისად, კომფორტის ზონიდან გამოვდივარ, როცა ვაკეთებ ამ საქმეს. თუმცა, ეს პროცესი, თავისთავად, მეხმარება, გავიგო კლიენტების დამოკიდებულება კომპანიაზე და ა.შ. დისკომფორტის გარეშე, რეალურად, ვერასდროს გავიგებდი მათს საჭიროებებს და შესაბამისად, კომპანიაშიც ვერ მოვიპოვებდი იმ პოზიციას, რაც ახლა მაქვს.

უბიძგე საკუთარ თავს 
როცა სქაიდაივინგით დავაპირე გართობა, მოულოდნელად, მოგვიხდა თვითმფრინავიდან, 3000 ფუტის სიმაღლეზე გადმოხტომა. და ვთქვი, რომ თუ ახლა გავბედავდი და გადავრჩებოდი, აღარასდროს შემეშინდებოდა სიმაღლის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ძლიერი ადრენალინის ქვეშ უნდა იყო ან რაიმე სპორტს მიმართო იმისთვის, რომ შენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიში დაძლიო. შენი ნებისმიერი მოქმედება, შენ მიერ დასახული მიზნისთვის გადადგმული ნაბიჯი იმუშავებს. მაგალითად, 2013-ში, მიზანი დავისახე, რომ 6 წუთში გამერბინა 1 მილი. მე, რომელსაც ამდენი არასდროს ურბენია, არათუ 6 წუთში, 8 თვეში ეს მოვახერხე.

პროცესი კი ჯოჯოხეთურად მტკივნეული იყო და არც აქედან მიღებული გამოცდილება მახსენდება ნათელ ფერებში. მაგრამ ამ უნარის გამომუშავებამ ერთ რამეს მიმახვედრა: „თუ ჩემი მიზნების განხორციელება რეალურად შემიძლია, რატომ უნდა მეშინოდეს, იგივე ბიზნესში, რისკიანი გადაწყვეტილებების მიღების?!“ გამოვიდა, რომ ჩემი თავის ფიზიკური ბიძგით, მენტალობა შემეცვალა.

გაიხსენე, როდის ხარ კომფორტულად
23 წლიდან დაქორწინებული ვარ და იღბლიანი ვარ, რომ ლამაზი სახლი მაქვს. ჩემი ყოველდღიური ნორმაა, რომ როცა დღის განმავლობაში თავს არაკომფორტულად ვგრძნობ, ვიცი, ღამით წავალ სახლში, სადაც მელის კომფორტის ზონა. თუმცა, არ არის საჭირო, რომ ძვირადღირებული სახლი გქონდეს ან მოსიყვარულე ოჯახი გელოდეს სახლში იმისთვის, რომ იყო წარმატებული ანტრეპრენუარი. უნდა იპოვნო ის, თუ რა არის შენთვის ნამდვილი კომფორტის ზონა და დაიმახსოვრე! როცა იცი, რომ რაღაც კომფორტული გელოდება შენი ბიზნესის მიღმა, რაღაცის მიღწევის მიზნით, ამ კომფორტის ზონიდან გამოსვლა კიდევ უფრო წარმატებულს გახდის შენს საქმიანობას.



განხილვა