in

„კომიქსების რეზიდენცია“ – ვორქშოპი კომიქსების შექმნით დაინტერესებული ხელოვანებისთვის!

18-20 ნოემბერს, გორის ხელოვნების სახლი კომიქსების შექმნით დაინტერესებულ ხელოვანებს მოუყრის თავს. სამდღიანი ერთობლივი სამუშაო პროცესი ქართული კომიქსის განვითარებას ემსახურება. ვორქშოპზე ერთობლივად შექმნილი კომიქსი კრებულის სახით გამოიცემა. „კომიქს რეზიდენციაზე“ მოსახვედრად, რეგისტრაცია დაგჭირდებათ. ასე რომ, თუკი მონაწილეობაზე დაფიქრდით, თქვენი მონაცემები ამ ბმულზე შეავსეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ რეგისტრაციისთვის 12 ნოემბრის ჩათვლით გაქვთ დრო. ღონისძიება გორის ხელოვნების სახლისა და MOCI-ის (Communities of Change – Prototyping Local Futures) თანამშრომლობით იმართება. დეტალებზე იდეის ავტორი, კომიქს არტისტი ლუკა ლაშხი გვესაუბრა.

M: ვისთვის არის „კომიქს რეზიდენცია“?

რამდენიმე წელია, რაც რამდენიმე ადამიანის ინიციატივით, გორში ხელოვნების სახლი ფუნქციონირებს. ძალიან კარგი სივრცეა, როგორიც აქამდე არ გვქონია. ბევრი გამოფენა და პროექტი აქვთ და მუდმივად ეძებენ ახალ იდეებს. კომიქსების მიმართულებით რამდენიმე წელია ვმუშაობ. შევთავაზე მოგვეწყო „კომიქს რეზიდენცია“ კომიქსებით დაინტერესებული ადამიანებისთვის მიგვეცა ერთმანეთის გაცნობის საშუალება. კომიქსების ენთუზიასტები საქართველოში ცოტანი ვართ. საქართველოში არ არსებობს პლატფორმა მათთვის, ვისაც კომიქს არტისტობა სურს, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია.

ბოლო დროს, დავაკვირდით, რომ კომიქსების შექმნის მიმართ ინტერესი იზრდება. სამდღიან ინტენსიურ ერთობლივ სამუშაო პროცესში კომიქსების მოყვარულები ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ და გვექნება სივრცე, სადაც გავერთიანდებით, გავუზიარებთ გამოცდილებას, ტექნიკას… იდეა მოეწონათ. დაფინანსების ძიებისას, გავიცანით MOCI, რომელმაც მხარდაჭერა გამოგვიცხადა.

M: ვის შეუძლია ვორქშოპში მონაწილეობა?

ასაკობრივი ზღვარი 14 წლიდან იწყება. გვინდოდა ისეთი ხელოვანებისთვის მიგვეცა მონაწილეობის საშუალება, ვისაც უკვე ჰქონია კომიქსის შექმნის მცდელობა. რეგისტრაციის დროს, ავსებენ მონაცემებს, გვიგზავნიან პორტფოლიოს და შემდეგ, ვარჩევთ მონაწილეებს. გვინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ მისთვის საინტერესო სფეროს უფრო ახლოს გაცნობის საშუალება.

ვორქშოპი თავისუფალი თემის გარშემო იქნება. გავივლით კომიქსების საფუძვლებს, ტექნიკურ საკითხებს, დანარჩენი დრო კი მთლიანად დაეთმობა პრაქტიკას, ერთმანეთის დახმარებას და შემოქმედებითი პროდუქტის შექმნას.

M: რატომ არის მნიშვნელოვანი კომიქსების კომუნის განვითარება საქართველოში?

კომიქსი დიდი ხნის განმავლობაში იყო უფრო სოციალური ხელოვნება. მისი კულტურა საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს. საკმაოდ ხშირად, კომიქსი იყო იმ ადამიანების „ხმა“, ვისაც სხვა საკომუნიკაციო საშუალებებზე ხელი არ მიუწვდებოდათ. მისი დაბეჭდვა ადვილი იყო, ამდენად არტისტებს უმარტივდებოდათ სათქმელის ადამიანებამდე მიტანა. ესაა მთელი ხელოვნება და საქართველოშიც არიან ნიჭიერი არტისტები, რომლებსაც აინტერესებთ სფერო, გამოუვათ და იმსახურებენ კიდევ საერთო პლატფორმისა და კომუნის არსებობას.

22 ნოემბერს, MONUMENT-ის ორგანიზებით, გერმანელი მულტი ინსტრუმენტალისტი, Monolink დაუკრავს

რა ღირს ბინის დაზღვევა?