პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეცია“ COMME des GARÇONS-ის ახალი სუნამო “Concrete“ წარადგინა. პრეზენტაციისთვის სპეციალურად შეარჩიეს სივრცე SARAJISHVILI ART SPACE, სარაჯიშვილის ქარხანაში.
„ბრენდის მოთხოვნა, რომ ეს ყოფილიყო ყველაზე არასტანდარტული, ყველაზე მინიმალისტური, ყველაზე მარტივი, ყველაზე არაბანალური და თან, ყველაზე ხმაურიანი პრეზენტაცია, წარმატებით შესრულდა. დაუსრულებელი შენობები თუ მიტოვებული ქარხნები, ცემენტი, ნანგრევები და სხვა. . . ყველაფერი წარმოუდგენელი წარმოიდგინეს და ასე გააცნეს არომატი საზოგადოებას მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა. (ამერიკა, იაპონია, საფრანგეთი და სხვა). რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყოა, თბილისში ჩატარებულმა პრეზენტაციამ დელეგაციისა და ბრენდის საერთაშორისო თანამშრომლების აღფრთოვანება დაიმსახურა“, – ამბობენ „ლუტეციას“ წარმომადგენლები.
მათივე თქმით, “Concrete“-ს არომატის ძალა „არაბანალურ“ სიმარტივეშია, რომელსაც ვერასოდეს აღწერ სიტყვებით.

„ყველა სიტყვა მის წინაშე ძალას კარგავს და უფერულდება. ის რაღაც სხვაა, უჩვეულოდ ამბივალენტური და ძლიერი. მისი ძალა „არაბანალურ“ სიმარტივეშია. მისი სურნელოვანი სამყარო არა „ზღაპრული“, არამედ მინიმალისტურია. ეს არის არომატი, რომელიც უბრალოდ ცემენტშია მოთავსებული, მაგრამ გაიძულებს, სამუდამოდ შეიყვარო. ყველაზე რთულია შექმნა მარტივი, რომელიც სიმარტივით ახერხებს „ყვირილს“, ყველგან ყურადღების ცენტრში ყოფნას. ყველაზე რთულია „ნანგრევები“ მოაწონო მათ, ვისთვისაც ფუფუნება პრიორიტეტია.
„ლუტეციაში“ ამბობენ, რომ თავად ბრენდმა comme des garcons, საკუთარი არასტანდარტული სტანდარტებით, შექმნის დღიდან, გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში.
„ყოველთვის მსურდა, შემექმნა რაღაც განსხვავებული. შემექმნა ის, რაც ჩემს შინაგან ხმას გააცოცხლებდა. მე მსურდა, ვყოფილიყავი დამოუკიდებელი და მეგრძნო თავისუფლება“ – ამბობს მე-20 საუკუნის უკანასკნელი დეკადის ყველაზე მასშტაბური დიზაინერი REI KAWAKUBO. ის ყველაზე უჩვეულო, არაორდინალური, არაპროგნოზირებადი და უალტერნატივო დიზაინერია. დიზაინერი, რომელიც არასდროს ემორჩილება სტანდარტებს, რომელმაც მსოფლიოს 1963 წელს ყველაზე თავისუფალი, არასტანდარტული, გამორჩეული და განსხვავებული ბრენდი COMME des GARÇONS აჩუქა. მისი წარმატების საიდუმლო უსაზღვრო ორიგინალურობა და თავისუფლებაა. თავისუფლება, რომელმაც ვერასდროს აიძულა ის, დამსგავსებოდა სხვებს“.
[R]




















