in

“ონლაინ სწავლებაზე გადასვლისას, ხარისხის შენარჩუნება შევძელით” – თბილისის კომუნიკაციის სკოლის 2020 წლის შეჯამება

პანდემიურმა “ახალმა რეალობამ” საგანმანათლებლო სფეროს გეზიც შეცვალა. ამ ყველაფრის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ ნაწილად ონლაინ სწავლება იქცა. ცოცხალ შეხვედრებს შეჩვეულმა მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა, ლექტორებმა თუ სტუდენტებმა საკმაოდ რთული გზა გაიარეს ციფრულ ფორმატში ეფექტიანობა რომ შეენარჩუნებინათ. ონლაინ სწავლებაზე გადასვლის გამოწვევის წინაშე, სხვა სასწავლებლებთან ერთად, თბილისის კომუნიკაციის სკოლაც დადგა.

პრობლემა

ნინა ქარჩხაძე

გამოწვევა ბევრად დიდი იყო, ვიდრე უბრალოდ, ტექნიკური მხარდაჭერა. ერთი მხრივ, CommSchool-ის გუნდს უნდა მოეძებნა შეხვედრების ისეთი ციფრული ალტერნატივა, რაც სტუდენტების ჩართულობას უზრუნველჰყოფდა, მეორე მხრივ კი, რეალურად მისცემდა ცოდნის დაპირებულ ხარისხს.

“ხარისხის დაკარგვის გარეშე ონლაინ პროგრამების ჩატარება ჩვენთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენდა. ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ჩვენი სწავლების მეთოდოლოგიის ონლაინ სივრცეში დანერგვა, ისე რომ სხვაობა ფიზიკურსა და ონლაინ სივრცეს შორის მინიმუმამდე დაგვეყვანა. ჩაგვეტარებინა პრაქტიკული დავალებებითა და სავარჯიშოებით გაჯერებული პროგრამები, რომელიც რეალურად გამოსადეგი იქნებოდა სტუდენტისთვის,” – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას CommSchool-ის საოპერაციო დირექტორმა ნინა ქარჩხაძემ.

გადაწყვეტა

მარტში, როდესაც ვირუსმა გავრცელება დაიწყო, CommSchool-ის სტრატეგიული კომუნიკაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობდა ფიზიკურ სივრცეში, თუმცა სულ რაღაც რამდენიმე დღეში სკოლა უმტკივნეულოდ გადაეწყო ონლაინ სივრცეზე.

“პირველ რიგში გადავხედეთ ყველა პროგრამას, გადავალაგეთ სილაბუსი ისე რომ მეტად მოქნილი ყოფილიყო ონლაინ სწავლებისთვის. გამომდინარე იქედან, რომ ონლაინ სივრცეში სტუდენტების მხრიდან მეტად ველოდით პასიურობას, ვეცადეთ ლექციების მაქსიმალურად დატვირთა ქეის სწავლებით – გამოვიყენეთ პრაქტიკული დავალებები, ჯგუფური სამუშაოები, ფინალური დავალებებიც ხშირ შემთხვევაში მოითხოვდა სტუდენტის აქტიურ მუშაობას კურსის განმავლობაში. აქვე აღსანიშნავია ჩვენი ლექტორები, რომლებიც მუდმივად ცდილობდნენ თითოეული ლექცია ყოფილიყო ინტერაქციული და სტუდენტისთვის საინტერესო”.

შედეგი

სწრაფად ადაპტირების ინსტინქტმა და ტაქტიკამ სკოლა არამხოლოდ კომფორტულად გადაიყვანა ციფრული სწავლების რელსებზე, არამედ ხელშესახები შედეგებიც მიაღებინა. კერძოდ:

სკოლის გუნდს შეემატა 7 ახალი ლექტორი, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ CommSchool-ში კითხულობენ ლექციებს – თეა კობახიძე, მარიამ ქობულაძე, თამარ ბადაშვილი, ვანო საგინაშვილი, ლევან კაკაბაძე, ბაჩო კურტანიძე, ლიანა მეტრეველი.

შეიქმნა 7 ახალი პროგრამა, მათ შორის, UX დიზაინი, Data driven marketing, გრაფიკული დიზაინი, სტარტაპ დიზაინი, კონტენტ მენეჯმენტი, მარკეტინგ მენეჯმენტი.

ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, CommSchool-მა თანამშრომლობა დაიწყო Wandio-სთან და ამ კუთხით პირველი ერთობლივი პროგრამა ანდროიდ დეველოპმენტი შესთავაზა სტუდენტებს.

“ჩვენთის ძალიან მნიშვნელოვანი ისიც, რომ საშუალოდ ყველა მიღებაზე ჯგუფებში სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა გვყავდა და ჯგუფი არასდროს არ რჩებოდა ცარიელი, პირიქით ხშირ შემთხვევაში გვიწევდა სტუდენტებისთვის უარის თქმა და შემდეგ ჯგუფში ჩასმა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირველად პროგრამებზე გვყავდა უცხოეთიდან სტუდენტები – ჰოლანდიდან, პოლონეთიდან. ასევე, პირველად სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩაერთნენ პროგრამებში.

ამ წლის განმავლობაში მოვახერხეთ ისიც, რომ ხელი შევუწვეთ კურსდამთავრებულებს დასაქმებასა და სტაჟირების გავლაში – Adjarasport-ში, JWT Metro-ში, რედბერიში, Holmes & Watson-ში, ა.შ.

გავზარდეთ შიდა გუნდი, ავიყვანეთ student success manager-ი, რომელიც უშუალოდ კურსდამთავრებულების საჭიროებებსა და მათ დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული.

დასაქმების კუთხით აქტიურად დავიწყეთ თანამშრომლობა ქართულ მსხვილ კომპანიებთან, რომლებიც ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის ექსკლუზიური ვაკანსიებით მოგვამარაგებენ.

საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ შევიცვალეთ ბიზნეს მოდელი, ისე, რომ ყველა პროგრამაზე კურსდამთავრებულების საერთო კმაყოფილების დონე (CSAT) 90% მეტი გვაქვს, რაც ჩვენთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია,” – გვიამბო ნინა ქარჩხაძემ. 

პერსპექტივა:

CommSchool-ში თვლიან, რომ ერთი კარის დახურვისას სხვა ბევრი იღება. სკოლამ “ახალ რეალობასთან” დროული ადაპტაცია ძირეული ღირებულებების დათმობის გარეშე შეძლო.

“2020 წელმა ბევრი რამ გვასწავლა. პირველ რიგში ის, რომ ერთი კარი როცა იხურება, სხვა მრავალი იღება, მთავარია, გარემოსთან ადაპტირება დროულად შევძლოთ, რათა არ ვთქვათ უარი იმ მთავარ ღირებულებებზე, რომელიც კომპანიას გააჩნია. ასევე, 2020-მა წელმა დაგვანახა/გაგვიხსნა ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ და უკვე 2021-ისთვის შევთავაზებთ სტუდენტებს.”

სკოლა 2021 წლისთვის აქტიურად ემზადება. პოსტკოვიდ პერიოდში, გუნდი ფიზიკურ სივრცეში დაბრუნების გარდა, ონლაინ პროგრამების შენარჩუნებასა და ამ კუთხით უფრო მეტად განვითარებას აპირებს.

“უკვე გეგმაში გვაქვს და ვმუშაობთ ახალი პროგრამების დამატებაზე, აქტიურად ვესაუბრებით უცხოელ მოწვეულ ლექტორებსაც და ამ ხრივ მნიშვნელოვან სიახლეებს ვპირდებით ჩვენს სტუდენტებს. შესაბამისად, ძალიან დატვირთული 2021 წლის მოლოდინში ვამთავრებთ მიმდინარე წელს

რაც შეეხება უახლოეს მომავალს, უკვე იანვრიდან მიღებას დავიწყებთ ორ ახალ პროგრამაზე – კონტენტ მენეჯმენტი, რომელსაც რედბერის კონტენტ დირექტორი ლიანა მეტრეველი წაიკითხავს და მარკეტინგ მენეჯმენტი, რომელსაც სულხან ლაცაბიძე წაიყვანს. ორივე პროგრამაზე სტუდენტებს უკვე შეუძლიათ განაცხადის შემოტანა.”

 

[R]

“საუკეთესო ვეგანური ღვინო, ღვინის გამორჩეული კომპანიისაგან” – SHUMI Winery

ახალბედა მშობლების კომპანიაში შესანარჩუნებლად დეკრეტული შვებულება საკმარისი არ არის