წლის მიწურული იდეალური პერიოდია გასული 12 თვის შესაჯამებლად. ტრადიციულად, 2023 წელს აჯამებს თბილისის კომუნიკაციის სკოლა (commschool). მსხვილი პროექტები, დიდი გეგმები და შესაძლებლობები – ესაა ის, რითაც წლევანდელმა წელმა commschool-ის გუნდს დაამახსოვრა თავი. მაინც, როგორ ვითარდება ქართული საგანმანათლებლო სივრცე, რაზე მატულობს მოთხოვნა, როგორ ყალიბდება ცალკეული პროფესიები და რა როლი აქვს commschool-ს ამ ყველაფერში, სკოლის საოპერაციო დირექტორმა ნინა ქარჩხაძემ გვიამბო.
M: როგორ შეიცვალა ქართული საგანმანათლებლო სივრცე ამ წლის განმავლობაში?
ზოგადად, საგანმანათლებლო სივრცე ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და პროგრესირებადი სფეროა, მუდმივად იცვლება ფოკუსი და ეს მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. პრინციპში, ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის აუცილებლობა ერთ-ერთია, რაც ამ სფეროს ასეთ საინტერესოს ხდის. ეს წელიც არ ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი, მაგალითისთვის, ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ის, რომ ბევრად მოთხოვნადი გახდა ისეთი პროგრამები, რომლებიც კონკრეტული უნარის შეძენაზე ან/და დააფდეითებაზეა კონცენტრირებული და არა მაინც და მაინც ზოგადად პროფესიის შეძენაზე. შესაძლოა, პროფესია დიდი ხნის შერჩეული ჰქონდეს ადამიანს, რეალიზებული იყოს თავის საქმეში, თუმცა კონკრეტული ციფრული უნარის შეძენა სჭირდებოდეს ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად. აქვე ვიტყვით, რომ ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხა თვითონ არჩევანში იყო – აქამდე თუ პროგრამირება ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება იყო და უამრავი ადამიანი სწავლობდა კოდის წერას, წელს საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა Data პროფესიებზე.
გარდა ამისა, ამ წელს განათლების სუფსიდირება აქტიურად დაიწყეს კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებმა – ჩვენს შემთხვევაში ამან ხელი შეგვიწყო ხარისხიანი განათლება გაგვეხადა უფრო მასშტაბური და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი მათთვის, ვინც ამას საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებს.
M: როგორი იყო სასწავლო წელი commschool-ისთვის?
ცვლილებების ფონზე, ჩვენი სასწავლო წელი საკმაოდ გამომწვევი და საინტერესო იყო. ამ გამოწვევებმა ახალი შესაძლებლობები გვიჩვენა და დაგვანახა, როგორ შეიძლება, ერთი შეხედვით, ხელის შემშლელმა ფაქტორებმა გაგაძლიეროს და პოზიციონირება შეგიცვალოს. მაგალითისთვის, გიბიძგოს პროდუქტის დიფერენციაციისკენ და სრულიად ახალი პროგრამების გაკეთებისკენ.
სასწავლო წელზე საუბრისას არ შეგვიძლია, არ აღვნიშნოთ Do IT in Georgia-ს 5000 IT სპეციალისტის მომზადების პროგრამა, რომელშიც შექმნის დღიდან აქტიურად ჩავერთეთ. პროგრამა მიზნად ისახავს, დაინტერესებულ ადამიანებს ერთიან პლატფორმაზე შესთავაზოს entry level-ის სასწავლო პროგრამები ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. აქვე სიამაყით აღვნიშნავთ, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილ მარკეტფლეისზე სამი მიმართულებიდან (დიზაინი, მართვა, პროგრამირება) 2-ში მოთხოვნის მიხედვით 1-ლ ადგილს ვიკავებდით, ხოლო მესამეში ტოპ სამეულში ვიყავით, რაც იმას ნიშნავს, რომ განათლებით დაინტერესებული ადამიანები უპირატესობას სწორედ commschool-ის პროგრამებს ანიჭებდნენ. ეს ორმაგ მოტივაციას გვაძლევს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ისწავლოს ჩვენთან.
M: რა ტენდენციები შეინიშნება – რაზე გაიზარდა მოთხოვნა წელს?
ამ წლის მიგნება იყოს ის, რომ ადამიანები ახალი კონკრეტული უნარის შეძენაზე გადავიდნენ, ნაცვლად იმისა, რომ დაეუფლონ რომელიმე პროფესიისთვის დამახასიათებელ ყველა შესაძლო ცოდნას და გამოცდილებას. დღესდღეობით, შრომითი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, შეიძლება ის ერთი კონკრეტული უნარი იყოს ის, რაც ბაზარზე ბევრ კონკურენტს შორის გამოგარჩევს და მოთხოვნადს გაგხდის. ამასთან ერთად, მოთხოვნები გახდა ძალიან დიფერენცირებული – მაგალითად, აქამდე თუ სოციალური მედია მენეჯერის სამუშაო აღწერილობაში ყველა სოციალური პლატფორმის და მიმართულების ათვისება შედიოდა, დღეს ის დაყოფილია რამდენიმე კუთხით, მათ შორის, კონტენტის, ქოფირაითინგის, ედვერთაიზინგის მიმართულებებად, რომელიც ითხოვს კონკრეტული ხელსაწყოს ცოდნას ან/და კონკრეტული soft/hard უნარის ქონას. ამის გათვალისწინებით, ბაზარზე საერთოდ ახალი პოზიციები გაჩნდა, რომელიც აქამდე არ არსებულა – Reels მასტერი, კონტენტ სტრატეგი, მარკეტინგ ანალიტიკოსი, კონტენტ კრეატორი მხოლოდ Tiktok ექაუნთისთვის და ა.შ.
M: მთლიანობაში, როგორ შეაფასებთ ქომსქულის 2023 წელს?
2023 ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელი იყო არამხოლოდ B2C, არამედ B2B მიმართულებითაც, რადგან ამ მხრივ წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ- შეგვიძლია გავიხსენოთ IT ბიზნეს ანალიტიკის ტრენინგები ლიბერთი ბანკისთვის, ასევე ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია ჰარდვეარ სტარტაპ ინკუბატორის 2.0 პროგრამა, რომელიც ჩვენი ორგანიზებით 8 რეგიონში მიმდინარეობს სინქრონულად.
შეფასებისას ციფრები ყველაზე უკეთ მეტყველებენ ხოლმე შედეგებზე, ამიტომ აქვე ვიტყვით, რომ ამ წელს სტაბილურად კმაყოფილების დონე CSAT 97% იყო, რის გამოც ძალიან დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ ჩვენს კურსდამთავრებულებს ნდობისთვის და ერთგულებისთვის! გვიხარია ის ფაქტიც, რომ სტუდენტების completion rate წელს 75%-ია, რაც საგრძნობლად ცდება ლაივ-ონლაინ კურსების საერთაშორისო ბენჩმარკს (40%).
M: სულ მალე, ონლაინ სივრცეში თქვენი ახალი კამპანია „გამოჩნდი“ გაეშვება. რა არის კამპანიის მთავარი გზავნილი?
ჩვენი დაკვირვებით, პროფესიის შერჩევის ან/და ახალი hard skill-ის შეძენის მთავარი მოტივაცია სტუდენტის კონკურენტუნარიანობის გაზრდაა. ეს მიმდინარე ტექნოლოგიური რევოლუციის ფონზე, კონკურენციის ზრდის შედეგია, რაც ბუნებრივად აყენებს ეჭვქვეშ არსებულ ცოდნას და მის მუდმივ განახლება/განვითარებას მოითხოვს. ციფრული პროფესიის შეძენა კი გარკვეულწილად გარანტიას აძლევს სტუდენტს, რომ მას მარტივად შეეძლება მომავალ კარიერულ გამოწვევებს მზად დახვდეს და უპასუხოს ბაზარზე მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს.
სწორედ ამიტომ ჩვენი გზავნილით ადამიანებს ვეუბნებით „გამოჩნდნენ“ ციფრულ პროფესიებში და ამგვარად, თავდაჯერებულად შეხვდნენ ცვლილებებს მომავალში. ვუბიძგებთ, გამოჩნდნენ იმ ქაოსში, რასაც უდიდესი კონკურენცია და სწრაფად ცვლილებადი გარემო იწვევს.
M: როგორია მოლოდინი და გეგმები 2024-ისთვის?
ვფიქრობ, მომავალი წელი ჩვენთვის გარდამტეხი იქნება. ამ ეტაპზე, გეგმები ორი ძირითადი მიმართულებით გაქვს: პირველ რიგში, ერთ-ერთია საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე პოზიციების გამყარება და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა, რაც არამხოლოდ სასწავლო მოკლევადიან კურსებში გამოიხატება, არამედ განათლების სხვა არეალებში.
მეორე კი, commschool-ის გაფართოებაა საქართველოს საზღვრებს გარეთ, რაზეც ძალიან ბევრ სიახლეებს გპირდებით უახლოეს მომავალში.
[R]