in

commschool ბიზნესის განათლებისთვის

დღევანდელ რეალობაში, მუდმივი ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, სიახლეებთან ადაპტაცია ორგანიზაციებისთვის გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება. ეს ადაპტაცია გულისხმობს არა მხოლოდ პროდუქტის ან მომსახურების, არამედ იმ ადამიანების განვითარებასაც, რომლებიც ფუნდამენტურ როლს ასრულებენ გადაწყვეტილების მიღებასა თუ პროცესების მართვაში. AI ტრანსფორმაციამ კი ამ რეალობაში მთლიანად შეცვალა სამუშაო პროცესები და გადაწყვეტილების მიღების სტრუქტურა.

commschool – სტრატეგიული პარტნიორი ბიზნესისთვის

ამ პროცესში, commschool-ის, როგორც ბიზნესების სტრატეგიული პარტნიორის მიზანია ბიზნესების გაძლიერება ცნობიერების ამაღლებით, ტექნოლოგიური უნარების განვითარებით თუ თანამედროვე მენეჯერული მიდგომების მხარდაჭერით. სხვადასხვა ინდუსტრიის ბიზნესთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ მათზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამები და გადაწყვეტები, რომლებიც მათ რეალურ გამოწვევებს და მიზნებს პასუხობს.

თანამშრომლობა კომპანიებთან:

commschool-ის ბიზნესის სტრატეგიული პარტნიორის 2025 წლის პორტფოლიოდან, გამოვყოფთ რამდენიმე პროექტს

Silk Hospitality

Silk Hospitality-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, commschool-მა საოპერაციო, გაყიდვების, მარკეტინგის, ფინანსების, HR-სა და სერვისის მიმართულების გუნდები გადაამზადა. პროგრამა მოიცავდა თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობის ოპტიმიზაციას, პროდუქტიულობის ზრდასა და პროცესების ეფექტური მართვას ხელოვნური ინტელექტის (AI) საშუალებით. გადამზადებაში კომპანიის 100-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო.

Liberty Bank

commschool-მა IT ბიზნეს ანალიტიკის მიმართულებით გადაამზადა ლიბერთი ბანკის თანამშრომლები. პროგრამის მიზანი იყო გუნდის ორგანიზაციული ეფექტიანობის გაძლიერება და ციფრული პროდუქტების შექმნისა და გაუმჯობესების პროცესებში, მათი შესაძლებლობების განვითარება.

Roche Georgia 

Roche Georgia-ს გუნდისთვის commschool-მა შექმნა ინტენსიური, პრაქტიკული ვორქშოფი. აღნიშნული ვორქშოპი ფოკუსირებული იყო AI-ის გამოყენებაზე ყოველდღიურ თუ მარკეტინგულ კომუნიკაციაში, კვლევაში, მონაცემთა ანალიზსა და რეპორტინგში. მონაწილეებმა სხვადასხვა AI პლატფორმის გამოყენება და use case-ებში მათი პრაქტიკული იმპლემენტაცია შეისწავლეს. 

Gagua Clinic

გაგუას კლინიკის სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლებმა გაიარეს commschool-ის მიერ შექმნილი პროგრამა, რომელიც სპეციალურად მათ სამუშაო პროცესების გათვალისწინებით იყო შექმნილი. მთავარი აქცენტი გაკეთდა ორგანიზაციული პროდუქტიულობის ზრდაზე, პროცესების გამარტივებასა და კომპანიის იმ მიმართულებებზე, სადაც AI რეალურად შეიძლება ინტეგრირდეს ყოველდღიურ ოპერაციებში. 

commschool-ის ძირითადი სასწავლო მიმართულებები:

commschool ბიზნესების განათლებას ხელს უწყობს ტექნოლოგიების, მენეჯმენტის, დიზაინისა და მარკეტინგის მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა AI-ს, როგორც უნივერსალურ „ინსტრუმენტს“, რომელიც დღეს უკვე ნებისმიერი როლის მქონე თანამშრომლისთვის არის საჭირო. commschool ქმნის კონკრეტულ როლსა და საჭიროებაზე მორგებულ პროგრამებს HR-ებისთვის, საოპერაციო გუნდებისთვის, მენეჯერებისთვის, მარკეტერებისთვის, მომხმარებელთან ურთიერთობის გუნდებისა და სხვა მიმართულებებისთვის. 

ბიზნესებთან მუშაობის დროს, commschool-ის მიდგომა ეფეუძნება რამდენიმე მთავარ პრინციპს:

ბიზნესის ინდივიდუალური საჭიროებების კვლევა

ყველა კომპანიას განსხვავებული ორგანიზაციული სტრუქტურა, გამოწვევები და საჭიროებები აქვს. შესაბამისად, ბიზნესთან ურთიერთობის პირველ ეტაპზე ხორციელდება ორგანიზაციის გამოწვევების მოკვლევა და შეფასება. აღნიშნულზე დაყრდნობით კი შესაბამისი საჭიროებებისა და განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

პროგრამის შექმნა & სწავლების მეთოდოლოგია

ყველა პროგრამა იქმნება კომპანიის კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით – იქნება ეს თანამშრომლების როლები, დეპარტამენტის ფუნქციები, არსებული ცოდნა თუ სამუშაო პროცესები. საგანმანათლებლო ფორმატები ეფუძნება Work-Based Learning მიდგომას და მოიცავს ინდუსტრიის წამყვანი ექსპერტების ჩართულობას. პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილია რეალური use-case-ების განხილვა, რათა სწავლება პირდაპირ იქცეს ბიზნესის პრაქტიკულ შედეგად.

სწავლების ფორმატი

კომპანიის საჭიროებებზე მორგებული კონტენტის შექმნის გარდა, იმისათვის რომ სწავლის პროცესი სწორად პასუხობდეს კომპანიის გამოწვევებს, commschool ცოდნის მიღების ფორმატსაც ორგანიზაციის საჭიროებებს არგებს. ეს შეიძლება იყოს პრაქტიკული, ინტენსიური  ვორქშოფი თუ რამდენიმე მოდულიანი პროგრამა.

საბოლოო ჯამში, commschool ხელს უწყობს კომპანიებს არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებაში, არამედ ორგანიზაციული პროცესების რეალურ დროში გაუმჯობესებაშიც.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ არ უნდა გავხდეთ მარკეტინგის მსხვერპლი? — 4 რჩევა მომხმარებლებისთვის

Spotify ბრიტანული იუმორით Wrapped 2025-ის ამბებს ჰყვება — კინემატოგრაფიული ფილმი