თბილისის კომუნიკაციის სკოლამ მარკეტერებისთვის საინტერესო გზამკვლევი შექმნა, რათა თანამედროვე ტენდენციებთან შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებასა და ეფექტური კამპანიების წარმოებაში შეუწყონ ხელი. ვინაიდან დღემდე არ არსებობდა ერთიანი დოკუმენტი, რომლითაც დაინტერესებული პირები იხელმძღვანელებდნენ, „საქართველოს ტრენდების რეპორტი 2024“ ერთგვარი პირველი ნავიგატორი იქნება ამ მრავალფეროვან, კომპლექსურ ინდუსტრიაში.
ამ თემაზე უფრო ვრცლად ნინა ქარჩხაძე, commschool-ის საოპერაციო დირექტორი გვიყვება.
M: რეპორტის შესახებ რომ გვიამბოთ, რას გულისხმობს ეს პროექტი, რა მიზანი გაქვთ და რა ღირებულებების მომტანია მარკეტერებისთვის?
ჩვენთვის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროფესიონალების გაზრდა და მათთვის ნავიგაციისთვის აუცილებელი ინსტრუმენტების მიცემა.
ყოველდღიურად ვუყურებთ მარკეტერებს, რომლებიც ინტუიციურად იღებენ გადაწყვეტილებას და უამრავ დროსა და რესურსებს ხარჯავენ იმის გამორკვევაში, რა იმუშავებს და რა არა. სამწუხაროდ, ამ მხრივ არ არსებობს ადგილობრივ ბაზარზე მორგებული ერთიანი რეპორტი, რომელიც მარკეტერებს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
შესაბამისად, „გზამკვლევი მარკეტერებისთვის: საქართველოს ტრენდების რეპორტი 2024“-ის მიზანია, დავეხმაროთ მარკეტერებს, გაასწორონ თავიანთი პროფესიული კომპასი და ჰქონდეთ ერთიანი, შეჯერებული მიგნებები, რომელსაც გამოიყენებენ გადაწყვეტილებების მიღებაში, ეფექტური კამპანიების შექმნასა და მათი მიზნების მიღწევაში.
M: რა თემებს ფარავს რეპორტი?
რეპორტი 5 თავად არის დაყოფილი: ტექნოლოგიური ტრენდები, მომხმარებლის ტრენდები, თანამედროვე მარკეტინგი, კონტენტის ტრენდები და ბიუჯეტის ალოკაცია — საკომუნიკაციო არხები. თითოეული მათგანი რელევანტურ რაოდენობრივ სტატისტიკასა და „ქეის სთადებს“ მოიცავს.
M: რა არის ამ რეპორტის ღირებულება, რას წაიღებს მკითხველი?
რეპორტის მთავარი ღირებულება იმ 40 მსხვილი კომპანიების მარკეტერების შეჯერებული მიგნებებია, რომლებიც მარკეტერებს დაეხმარება, შეაფასონ ადგილობრივი ბაზრის რეალობა, მოლოდინები და ამ მოცემულობით მიიღონ გადაწყვეტილებები. ეს არამარტო მათ, არამედ ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მნიშვნელოვანი მიგნება შეიძლება იყოს, ის რომ თავისუფალ მედია არხებში ბევრი შესაძლებლობებია, რომ Data-driven სტრატეგიების შემუშავება დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოკლე ვიდეო ქრონომეტრაჟის პარალელურად Youtube პოპულარულობა იზრდება და ა.შ
თუმცა ამ ყველაფრის თარგმა, აქცენტების გაკეთებდა და ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენება თვითონ მარკეტერებზეა დამოკიდებული
M: როგორ შევძლებ რეპორტის გადმოწერას, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
„გზამკვლევი მარკეტერებისთვის: საქართველოს ტრენდების რეპორტი 2024“ ჩვენს ვებგვერდზე უკვე ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ეს რეპორტი რეალურად საწყისი წერტილია, რომელშიც უფრო და უფრო მეტი კომპანია გვინდა ჩავრთოთ.
ამის კვალდაკვალ ვაპირებთ, არა მხოლოდ მარკეტინგის მიმართულებით, არამედ უფრო მეტ ინდუსტრიაში აღმოვაჩინოთ ქართულ რეალობაზე მორგებული ტენდენციები. მანამდე, კი უკვე ვიწყებთ მზადებას 2025 წლის გზამკვლევისთვის
M: ვინ არიან ჩართული მხარეები — მოგვიყევი მიდგომებსა და მეთოდოლოგიებზე, რომლებიც გამოიყენეთ და რა შედეგი გაქვთ საბოლოოდ
ჩვენთან ერთად, გზამკვლევზე კვლევითმა ორგანიზაცია ANOVA-მ იმუშავა, რომლის გუნდიც რეპორტის შექმნაში საწყისი ეტაპიდანვე იყო ჩართული. მეთოდოლოგიას რაც შეეხება, გზამკვლევი დაფუძნებულია როგორც თვისებრივ, ისე რაოდენობრივ კვლევაზე საქართველოს იმ წამყვან კომპანიებთან, რომელთა წლიური მარკეტინგული ბიუჯეტი აღემატება 100 000 ლარს.
ჯამში 40-მდე კომპანიის მარკეტერი გამოვიკითხეთ შემდეგი ინდუსტრიებიდან, დაზღვევა, საბანკო და საფინანსო ინსტიტუტები, აზარტული თამაშები, მომსახურება, ალკოჰოლი, ელ-კომერცია, ნავთობი, ავტომობილები, დეველოპმენტი.
შედეგებს რაც შეეხება, ქვეყნის წამყვან მარკეტერებთან ერთად ვუპასუხეთ კითხვებს, რა გამოწვევების წინაშე დგას ინდუსტრია, რა არის მოცემულობა და რას უნდა ველოდოთ ადგილობრივ ბაზარზე? შედეგად კი, შევქმენით 60-გვერდიანი რეპორტი, რომელიც ქეისებით, რეკომენდაციებითა და ინსაითებით არის დატვირთული.
ჩვენთვის სიმბოლურია ისიც, რომ რეპორტის ილუსტრაციებსა და დიზაინზე ჩვენმა ლექტორმა, მარიამ გოგიაშვილმა იმუშავა. ხოლო ტექსტის კორექტირებაში ჩვენივე კურსდამთავრებული, თინათინ გეგენავა იყო ჩართული.
[პარტნიორის კონტენტი]