in

Motion Design-ის ახალ კურსზე თბილისის კომუნიკაციის სკოლაში მიღება დაიწყო!

თბილისის კომუნიკაციის სკოლაში Motion Design-ის შესწავლა უკვე შესაძლებელია! – როგორც დაგვპირდნენ, არაერთ სიახლეს სთავაზობენ სტუდენტებს.

ამჯერად, „Motion Design“-ის კურსს გაგაცნობთ, რომელიც CommSchool-ის საოპერაციო დირექტორის ნინა ქარჩხაძის თქმით, ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვისაა, ვისაც მოუშენ დიზაინის სწავლა სურს და ერთხელ მაინც უცდია ამ მხრივ, თუნდაც, ტელეფონში, მასალის დამუშავება.

„ვისაც უკვე დაწყებული აქვს ამ სფეროს სწავლა, თუმცა, უჭირს მხოლოდ „ონლაინ“ რესურსით განვითარება, ვინც ზუსტად იმ ღილაკს აწვება, რაც Youtube-ის ტუტორიალშია ნაჩვენები, მაგრამ რაღაც მაინც ვერ გამოდის ისეთი, ეს კურსი სწორედ მათთვისაა.

ასევე, პროგრამა გათვლილია გრაფიკული დიზაინერების, ვიდეო მემონტაჟეების ან/და სხვა შემოქმედებით სფეროში მოღვაწე იმ ადამიანებისთვის, ვისაც გარკვეული შეხება აქვს სხვა მსგავს პროფესიებთან და სურთ მოუშენ დიზაინი ისწავლონ“.

ინტენსიური 2-თვიანი კურსის განმავლობაში, სტუდენტები Adobe After Effect-ის ტექნიკურ ცოდნასთან ერთად, სხვადასხვა სირთულის პროექტების შესაქმნელად საჭირო მეთოდებსა და ხელსაწყოებსაც გაეცნობიან.

მნიშვნელოვანია, რომ კურსი სრულიად პრაქტიკულ სამუშაოებზეა დაფუძნებული:  სტუდენტები რეალური პროექტებისა და ბრიფების მიხედვით სხვადასხვა ტიპის ანიმაციების შექმნაზე იმუშავებენ.

„კურსის გავლის შემდეგ ისინი შეძლებენ: ნებისმიერი ვიზუალური მასალის გაცოცხლებას;  სარეკლამო რგოლების, Explainer ვიდეოების, დიაგრამების, სატელევიზიო ქუდების, სატელევიზიო შოუების თუ მობილური აპლიკაციის UI თუ HUD ელემენტების ანიმაციის შექმნას. ამასთან, კურსის განმავლობაში, დამკვეთისგან მიღებული ბრიფის სწორად გააზრებისა და პროექტის სირთულის/ბიუჯეტის განსაზღვრის უნარებსაც განივითარებენ“.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს ექნებათ პორტფოლიო, რომლის წარდგენაც პოტენციურ დამსაქმებლებთან შეეძლებათ. (როგორც იცით თბილისის კომუნიკაციის სკოლაში ფუნქციონირებს კურსდამთავრებულთა კლუბი, რომლის ფარგლებშიც კურსდამთავრებულებს სთავაზობენ  ექსკლუზიურ ვაკანსიებსა და სტაჟირებებს)

„ამ ყველაფერთან ერთად, სტუდენტებს ლექტორის რჩევები და ობიექტური კრიტიკაც არ მოაკლდებათ. ლექტორი კი, კომპიუტერული გრაფიკის სფეროში 11 წლიანი გამოცდილების მქონე ბექა იჩქითი იქნება. წლების განმავლობაში მას ნამუშევარი აქვს წამყვანი ტელევიზიებისა და კრეატიული სააგენტოების, ასევე ადგილობრივი თუ საერთაშორისო მსხვილი ბრენდების პროექტებზე, მათ შორის: TBC, GPI , Beeline, Subway, Toyota, Lenovo, Alta, Metromart, Smiley, Kia UK, Tumblr, Paramount Pictures, Srixon Golf, Fluke corporation და ა.შ. საერთო ჯამში, ბექას 500-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტზე აქვს ნამუშევარი.

კურსი „ონლაინ“ ინტერაქციულად ჩატარდება, რაც საშუალებას აძლევს ადგილობრივ და ემიგრანტ სტუდენტებს, ჩაერთონ ნებისმიერი კუთხიდან. პროგრამა გადანაწილებულია 8  კვირაზე,16 ლექციისგან შედგება და 48 საათს მოიცავს. მისი ღირებულება 1200 ლარს შეადგენს.

„კურსზე მოსახვედრად, საჭიროა, თითოეული სტუდენტი იყოს კომპეტენტური კომპიუტერთან მუშაობაში და ქონდეს წვდომა Adobe After Effects-ზე.

Motion Design-ის პროგრამაზე მიღება უკვე დაწყებულია, ჯგუფში ადგილები კი ლიმიტირებული“.

Motion Design-ის პროგრამაზე მიღება უკვე დაწყებულია, ჯგუფში ადგილები კი ლიმიტირებული, განაცხადის შესავსებათ მიყევით ბმულს.

 

[R]

NFT ციფრული ხელოვნების წარმატებული მომავალია!

წიგნები და ქალის მკერდი ერთ ფილტრში – კამპანია მრავალფეროვნების მიმღებლობაზე