in

React და Angular – „თბილისის კომუნიკაციის სკოლამ“, ტექნოლოგიური მიმართულებით, 2 ახალ პროგრამაზე მიღება დაიწყო!

„თბილისის კომუნიკაციის სკოლამ“, ტექნოლოგიური მიმართულებით, პირველი პროგრამა იანვარში Wandio-სთან ერთად ჩაუშვა. როგორც Commschool-ის ოპერაციების დირექტორი ნინა ქარჩხაძე გვიყვება, Android Development-ის პროგრამაზე მოთხოვნა  საკმაოდ დიდი აღმოჩნდა და ჯგუფიც მთლიანად დაკომპლექტდა.

bog
bog-mob

„Android Development-ის პროგრამამ ტექნოლოგიური მიმართულებით სხვადასხვა კურსზე მოთხოვნა გაზარდა. გამომდინარე იქედან, რომ სფერო დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება და ამ მხრივ კვალიფიციური კადრების ნაკლებობაც გვაქვს, ჩვენც აქტიურად დავიწყეთ განვითარება – ჩვენს სტუდენტებს უკვე შეუძლიათ, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი  და მაღალანაზღაურებადი პროფესია, React და Angular ჩვენთან შეისწავლონ”

ამრიგად, თბილისის კომუნიკაციის სკოლაში React-ისა და Angular-ის ახალი კურსები იწყება, რომელსაც Omedia-ს გუნდის წევრები, გიორგი კაპანაძე და გიორგი ბაზერაშვილი წაიყვანენ.

„React-ის კურსი, ისევე როგორც Angular-ის პროგრამა, ნებისმერი დაინტერესებული ადამიანისთვისაა განკუთვნილი, ვისაც საწყისი ცოდნა აქვს WEB დეველოპმენტში, კერძოდ, HTML, CSS-სა და Javascript -ის საწყისებში, იცის ინგლისური და რაც მთავარია, აქვს მოტივაცია ისწავლოს კომპლექსური საკითხები პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით“.

რაც შეეხება პროგრამის სპეციფიკას, React-ის  2-თვიანი კურსის გამავლობაში, რომელიც 48 საათზეა გადანაწილებული, სტუდენტები ისწავლიან და პრაქტიკულად იმუშავებენ Javascript-ის იმ ასპექტებზე, რომლებიც React-ის შესასწავლად იქნება საჭირო. შემდეგ კი React-ის ისეთ კონცეფციებს, ნიუანსებს, არქიტექტურულ ნაწილებს თუ სხვა ყველა იმ საჭირო უნარებს შეიძენენ, რომლებიც აუცილებელია React დეველოპერებისთვის.

პროგრამის  გავლის შემდეგ, სტუდენტებს Javascript-ის ენაზე დამოუკიდებლად წერა შეეძლებათ, ეცოდინებათ ენის თავისებურებები და Javascript-ის ასინქრონული ბუნების მუშაობის პრინციპები. ასევე, ექნებათ ცოდნა, როგორ არის მოწყობილი თანამედროვე front-end და როგორ გამოიყენონ React-ის ყველა კონცეფცია, თუ ინსტრუმენტი. საბოლოოდ სტუდენტებს ექნებათ ის ტექნიკური და თეორიული ცოდნა, რითაც შეეძლებათ პატარა და საშუალო დონის აპლიკაციების დამოუკიდებლად  შექმნა და განთავსება.

გიორგი კაპანაძე

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კურსი პრაქტიკული სამუშაოებით იქნება დატვირთული, რომელსაც სტუდენტები ლექტორ გიორგი კაპანაძესთან ერთად დაფარავენ. გიორგი ბოლო 4 წელია, Software Developer-ის პოზიციაზე მუშაობდა, ამჟამად კი React Chapter Lead -ის პოზიციას იკავებს, Omedia -ში. ამ პერიოდში, მას უმუშავია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებზე ძირითადად, ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე.

რაც შეეხება Angular-ის კურსს, პროგრამა დაფუძნებულია პრაქტიკულ სამუშაოებზე, მოიცავს 60 საათს და თითქმის 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის დასრულების შემდეგაც სტუდენტებს Angular-ის ყველა ძირითადი კონცეფციის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ექნებათ. შეძლებენ single-page ვებაპლიკაციების დამოუკიდებლად აწყობას, Angular-ის ეკოსისტემაში სტანდარტად ჩამოყალიბებული ყველა best practice/არქიტექტურული პატერნის გამოყენებას, TypeScript-ის ენაზე დამოუკიდებლად მუშაობასა და მის გამოყენებას სხვა ნებისმიერი TypeScript-Based ტექნოლოგიებზე.

გიორგი ბაზერაშვილი

კურსს Omedia-ს უფროსი „ენგულარ“ დეველოპერი გიორგი ბაზერაშვილი წაიყვანს, რომელიც ბოლო ოთხი წელია ამ მიმართულებითაა დასაქმებული. ამ დროის განმავლობაში, მას მოუწია, ემუშავა 10-ზე მეტ მსხვილ აპლიკაციაზე და ეთანამშრომლა როგორც ქართულ, ისე ევროპულ კომპანიებთან, სხვადასხვა, მათ შორის – გემთმშენებლობის, სატრანსპორტო და საბანკო-საფინანსო ინდუსტრიებთან.

Angular-სა და React-ის პროგრამები „ონლაინ“ ჩატარდება, ინტერაქციული ლექციებით, დატვირთული პრაქტიკული სავარჯიშოებითა და დავალებებით, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ჩაერთონ ნებისმიერი კუთხიდან

მიღება დაწყებულია და სტუდენტებს, ორივე პროგრამაზე, უკვე შეუძლიათ დარეგისტრირება. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჯგუფში ადგილების ლიმიტირებული რაოდენობაა. რეგისტრაცია შესაძლებელია სპეციალურ ბმულზე.

 

[R]

გულწრფელი მადლობა მედპერსონალს ფარმადეპოსგან

ნახეთ: აპლიკაციები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და ცხოვრებას გვიმარტივებს