in

Commschool ახალ ქრეშ-კურსს იწყებს: Sense of Illustration-ს ანანო მიმინოშვილი გაუძღვება!

თბილისის კომუნიკაციის სკოლა ქრეშ-კურსების სერიას აგრძელებს. უჩა ურუშაძის Sense of Branding-ის შემდეგ, Sense of Illustration-ის ქრეშ-კურსი ანანო მიმინოშვილთან ერთად დაიწყება.

დიზაინის სფეროში კრეატიული უნარები და ნიჭიერება დღეს საკმარისი აღარ არის ფრილანს კარიერის დასაწყებად ან/და განსავითარებლად. რეალურად, დაბრკოლებები მაშინ იწყება, როცა თითქოს ყველა საჭირო ტექნიკური უნარი გაქვს, მაგრამ არ იცი, როგორ შეადგინო ბიუჯეტი და თაიმლაინი, ააწყო პორტფოლიო, გქონდეს ინდივიდუალური ნიშა და რაც მთავარია, შეძლო ბაზარზე საკუთარი თავის სწორად პოზიციონირება.

კურსს ანანო მიმინოშვილი გაუძღვება. ანანოს მარკეტერის მკითხველი უკვე კარგად იცნობს — ის არის პირველი ქართველი, რომელიც Young Guns 19-ის ფინალში მოხვდა და ზედიზედ ორჯერ, 2022 და 2023 წლებში დაიმსახურა Communication Arts Excellence Award-ის ჯილდო.

ანანო უკვე მეხუთე წელია, რაც ფრილანს ილუსტრატორია და თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან და გამომცემლობებთან, როგორებიცაა The New York Times, Washington Post, Chanel, FILA, Airbnb, Meta, Adobe და მრავალი სხვა.

როგორც აღვნიშნეთ, ფრილანს დიზაინერისთვის კარიერის დაწყება საკმაოდ დიდი გამოწვევაა, კონკურენციის მაღალ ფონზე კი საკმაოდ ბუნდოვანია ილუსტრატორის ანაზღაურების შესახებ ინფორმაციაც. Sense of (Freelance) Illustration-ის ქრეშ-კურსიც სწორედ ამ გამოწვევების დაძლევისთვის საჭირო გზამკვლევია, რომელიც წლების განმავლობაში მიღებულ ანანოს პირად გამოცდილებას ეფუძნება.

შესაბამისად, პროგრამა არის სწორედ იმ დამწყები ილუსტრატორისა თუ დიზაინერისთვის, ვისაც სურს, გამბედაობა მოიკრიბოს დამოუკიდებელი კარიერის დასაწყებად და თავი დაიმკვიდროს საერთაშორისო ბაზარზე. ვისაც სურს, ხატოს 20 საათი და მიიღოს რჩევები პორტფოლიოს განვითარებისთვის.

4 ხუთსაათიანი სესიის განმავლობაში მონაწილეები გაივლიან ილუსტრაციის შექმნის სრულ ციკლს — იპოვიან ინსპირაციას, იმუშავებენ ბრიფზე, დახატავენ სკეჩებს და დახვეწენ ფინალურ ნამუშევარს. რაც მთავარია, სტუდენტები შეძლებენ მათი არსებული პორტფოლიოების მოწესრიგებას, ბიუჯეტის შედგენას და კლიენტებთან სწორ კომუნიკაციას, რაც საბოლოოდ დაეხმარებათ, გადალახონ ცარიელი ფურცლის შიში.

Commschool-ს, Sense of Illustration-ის ფარგლებში, უმასპინძლებს აჭარა გრუფი. ქრეშ-კურსი დაიწყება 20 მაისს და ჩატარდება D Block-ის სამუშაო სივრცეში.

[პარტნიორის კონტენტი]

პანდემიის დროს დაწყებული მხატვრობა ტანსაცმლის ქართული ბრენდის იდეად გადაიქცა — Bestia

„დააგროვე შენი მომავალი თავისთვის“ – ლიბერთის ახალი აქცია ვადიანი ტიპის ანაბრებზე