in

ქუთაისში Communal Company-ს ახალი სასტუმრო და რესტორანი გაიხსნა

დღეს, 23 ნოემბერს, ქუთაისში, ისტორიულ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქში, ახალი სასტუმრო, Communal Kutaisi გაიხსნა. ის Communal Company-ს ეკუთვნის, რომელიც საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესია სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით. სასტუმროსთან ერთად, აქვე გაიხსნა ქართულ მოტივებზე დაფუძნებული რესტორანი, Doli Kutaisi.

Communal Company-სთვის ეს პირველი სასტუმრო არ არის. ამ ეტაპზე კომპანია ორ ობიექტს ფლობს თბილისში და ერთს თელავში. მთავარი იდეა, რომელსაც კომუნალის სტრატეგია ეფუძნება, საქართველოს კულტურულად საინტერესო ლოკაციების ათვისება, აქ სასტუმროების, რესტორნების გახსნა და ვიზიტორების მოზიდვაა. სასტუმროები, რომლებსაც კომპანია ხსნის, ძველი, ლამაზი სახლების თანამედროვე რეკონსტრუქციებია, რომლებზეც პროფესიონალი არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები მუშაობენ.

სწორედ ასეთი რეკონსტრუქცია განხორციელდა ქუთაისშიც. სახლი, რომელიც ადრე მუსიკოსის მფლობელობაში იყო, ახლა Communal Kutaisi-სა და Doli-ს ტერიტორიად გარდაიქმნა, ოღონდ ისე, რომ არ დაუკარგავს ავთენტურობა და 60-70-იანი წლებისათვის დამახასიათებელი ესთეტიკა. დიზაინერებმა თავის ინსპირაციად გამოიყენეს ის გარემო, რაც აქ დახვდათ და უცვლელად დატოვეს ზოგიერთი დეტალი, მაგალითად, ჭერი, ბუხარი, კიბე და სხვა. ინტერიერში გამოყენებულია მარმარილო და უჟანგავი ლითონი. აქვე ის უნდა აღვნიშნოთ, რომ თითოეული დეტალი თუ დეკორაცია, რასაც სასტუმროში ნახავთ, ექსკლუზიურად Communal Kutaisi-სთვის შეიქმნა, რაც პროექტს კიდევ უფრო უნიკალურსა და საინტერესოს ხდის.

იმისთვის, რომ დამსვენებელს თავი მეტად კომფორტულად ეგრძნო, დიზაინერებმა ეზოს კეთილმოწყობაზეც იზრუნეს. შთაგონების წყაროდ აქაც ადგილობრივი კულტურა გამოიყენეს და ბაღი იმერეთისთვის დამახასიათებელი ტროპიკული მცენარეებით გააფორმეს. იქვე, ეზოში მდებარეობს აუზი, მრავალფეროვანი კოქტეილებით წარმოდგენილი ბარი, მოსასვენებელი სივრცეები და თანამედროვე სტილის დასვენებისთვის საჭირო ყველა ატრიბუტი.

რაც შეეხება რესტორანს, სტუმრებს დახვდებათ მაყალზე, შეშაზე და თონეში მომზადებული, იმერულ-მეგრული მენიუ, რომელშიც ახლებური შტრიხებიც იქნება შეტანილი. გემოვნურ თვისებებთან ერთად რესტორნის კერძები ჯანსაღი ინგრედიენტების გამოყენებითაც იქნება გამორჩეული, რადგან საჭირო პროდუქტებს პერსონალი საგულდაგულოდ არჩევს ადგილობრივ ბაზრებზე. რა თქმა უნდა, ქართული რესტორანი წარმოუდგენელია ქვევრის ღვინის გარეშე, ამიტომ სტუმრებს აქ სპეციალურად რესტორნისთვის შერჩეული ღვინის ფართო ასორტიმენტიც დახვდებათ.

სასტუმრო Communal Kutaisi-ს ოთახები პროექტის მთლიან კონცეფციასთანაა შერწყმული და როგორც თანამედროვე, ისე 70-იანი წლების ადგილობრივი ესთეტიკით შთაგონებულ სტილს მოიცავს. სასტუმრო და მასთან არსებული რესტორანი ქუთაისის შუაგულში მდებარეობს, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს, ამ ისტორიული ქალაქის ცენტრში მშვიდად დაისვენონ, შეიგრძნონ იმერეთისთვის დამახასიათებელი უნიკალური კულტურა და მიიღონ სერვისი, რომელსაც Communal Kutaisi-ს მთლიანი გუნდი შესთავაზებს. გარდა ამისა, სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ, კარგად გაიცნონ და დაათვალიერონ ქუთაისიც, რაც ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენს და მის ღირებულებებს კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუზიარებს.

დასაჯავშნად ეწვიეთ ბმულებს:

სასტუმრო

რესტორანი

[R]

სითი მოლში წლის ყველაზე დიდი ფასდაკლების დღეები დაიწყო!

შავი პარასკევი ქრონოგრაფში