in

რჩევები მარკეტინგსა და კომუნიკაციაში – როგორ უნდა ვიმოქმედოთ კრიზისის დროს?

დღის ბოლოს ის კი არ ხდება მნიშვნელოვანი, თუ რას ყიდით, არამედ ის, თუ როგორ ეგუება თქვენი მომხმარებელი კრიზისსს. ასეთ შემთხვევაში თქვენი კომპანიის მარკეტინგსა და კომუნიკაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც სწორედ მათი მეშვეობით ექმნებათ თქვენს მომხმარებლებს წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ ოპერირებს თქვენი ბრენდი კრიზისის პერიოდში. კრიზისული სტრატეგია გულისხმობს გეგმის შექმნას ზუსტი და ეფექტური კომუნიკაციისთვის თქვენი მომხმარებლის მომსახურების გუნდის, თქვენი მედია არხების და მთლიანად თქვენი ბრენდის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ვერ ახერხებთ კრიზისის კონტროლს, თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ ის, თუ როგორ უპასუხებთ მას:

pasha-statiebi
pasha-statiebi

გახსოვდეთ თქვენი ღირებულებები კრიზისის პერიოდში

თქვენი კომპანიის მთავარი ღირებულებები განსაზღვრავს იმას, თუ როგორი კომუნიკაცია გექნებათ მომხმარებლებთან. მაგალითისთვის ავიღოთ მოძრაობა “Black Lives Matter”, კომპანიები სრულიად სხვადასხვა გზით კომუნიკაციობენ ამ საკითხთან დაკავშირებით. ბიზნესების მესიჯები, რომელთა პოლიტიკაც მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობისკენ იყო მიმართული, სრულიად განსხვავდებოდა იმ კომპანიებისგან, რომლებიც ახლა იწყებდნენ მსგავსი ნარატივის შემუშავებას.

უმჯობესია, იცოდეთ, სად დგახართ და რა ბიზნეს-პოლიტიკას ატარებთ, ვიდრე მოუწოდებდეთ ხალხს იმისკენ, რასაც თავადვე არ ფიქრობთ. ამიტომაც, დაფიქრდით თქვენს მთავარ ღირებულებებზე, რომლებითაც კომპანია უნდა წარმართოთ.

დაიჭირეთ მომენტი, როცა ცოტა ხნით შეჩერდებით და მოუსმენთ

ნაადრევი დასკვნების გამოტანა ხელს შეგიშლით, მოუსმინოთ თქვენს აუდიტორიას და განსაზღვროთ მათი მოთხოვნები. ყველაზე კარგი გზა იმისთვის, რომ უპასუხოთ მათ მოთხოვნებს, გარშემომყოფების აზრების მოსმენა, დიალოგი და სხვებისთვის აზრის კითხვაა. ამის მარტივი მაგალითი კი, თქვენი მომხმარებლებისთვის მეილების გაგზავნაა, რომლებითაც მათ ჰკითხავთ, თუ როგორ არიან? რა სჭირდებათ? და ა.შ

გამოიყენეთ მომხმარებელთა უკუკავშირი იმისთვის, რომ შექმნათ ზუსტი სურათი, რა პირობებში ცხოვრობენ ისინი, რა სჭირდებათ და მოერგოთ მათ მოთხოვნებს.

იყავით გაბედული

დაივიწყეთ წამით, რისი სჯერა თქვენს აუდიტორიას და ფოკუსირდით იმაზე, თუ რა მიზანს ემსახურებით. თქვენი მიზანი დრო და დრო აუცილებლად გამოჩნდება და კარგი იქნება, რომ დასაწყისიდანვე ამ მიზანს ემსახურებოდეთ, ვიდრე დრო და დრო კარგავდეთ თქვენს მომხმარებლებს. არაფერია იმაზე გაბედული, ვიდრე იყოთ გულწრფელი თქვენს კომუნიკაციაში. ამიტომაც, იმის მაგივრად, რომ მასებს აჰყვეთ, ემსახურეთ თქვენს ჭეშმარიტებას.

გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი კრიზისი იქნება თქვენი კომპანიის ერთგვარი გამოცდა. ეს არის ის, თუ როგორ რეაგირებთ ამგვარ მომენტებზე დროთა განმავლობაში. ყველაფერი ეს კი ქმნის თქვენს ბრენდს, თქვენს კომუნიკაციასა და თქვენს ჭეშმარიტებას.

წყარო: Inc.com



სამოსი, აქსესუარები და „მადლობა“ შენთვის – სტარტაპი „მადლობა შენ“

შვებულების დროა. როგორ აღვიდგინოთ ძალები ახალგაზრდა ასაკში?