in

კომუნიკაცია კომუნიკაციისთვის „ალტერბრიჯის“ უნივერსიტეტში

საქართველოში, კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულება, დღითიდღე, ვითარდება და იხვეწება. ეს კი, ბაზარზე, პროფესიონალი და ამ სფეროში განათლებამიღებული კადრების მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის.

„ამ მიმართულებით აქტიურად დაიწყო მუშაობა „ალტერბრიჯმა“ – მართვისა და კომუნიკაციების უნივერსიტეტმა. კომუნიკაციების სფეროში უმაღლესი განათლებისა და აკადემიური ხარისხის მიღება ახალი, საერთაშორისო სტანდარტებით, სწორედ აქ არის შესაძლებელი – „ალტერბრიჯში“  სამაგისტრო პროგრამებზე განაცხადის მიღება 20 აგვისტოდან – 11 სექტემბრამდე მიმდინარეობს.

„საზოგადოებრივი ურთიერთობები და  კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ – საბაკალავრო პროგრამა, „სტრატეგიული კომუნიკაცია“ – სამაგისტრო პროგრამა. თითოეულ ამ მიმართულებას ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე გამოცდილი და თავიანთ სფეროში წარმატებული პროფესორები გაუძღვებიან“.

რა არის ალტერბრიჯი?

„ალტერბრიჯი“ დამაკავშირებელი ხიდია მეცნიერებას, საზოგადოებას, განათლებასა და დასაქმებას შორის“ – სწორედ ეს კონცეფციაა ასახული უნივერსიტეტის, როგორც ბრენდის განაცხადში.

„გაბედე იყო ალტერი, „ალტერბრიჯთან“ ერთად – ეს საკმაოდ თამამი განაცხადი უნივერსიტეტის პოზიციონირების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი გახდა.

უნივერსიტეტი ეკოლოგიურად სუფთა და წყნარ უბანში, ბაგებში, ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე განთავსდა. ნაძვებში ჩაფლული, ლოფტის ტიპის დიზაინით დაგეგმარებული შენობის სტრუქტურა უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებმა კომფორტულ და თავისუფალ გარემოში იმეცადინონ და მიიღონ საჭირო ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკული უნარები“.

უნივერსიტეტის რექტორი ნათია გოცაძე ამბობს, რომ თავიდანვე მისი პირადი მოტივაცია იყო, ქვეყანაში საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგი განვითარებულიყო. სწორედ ამ მიზნით შექმნა PR აკადემია, რომელიც დღეს „ალტერბრიჯის“ დამფუძნებელია და უკვე 7 წელია, არაფორმალური განათლების სფეროს ლიდერია.

„ „ალტერბრიჯშიც” პირველი პროგრამები ამ მიმართულებით განვახორციელეთ. ჩვენმა პროგრამებმა სრულად უნდა შეცვალოს PR-ის დონე საქართველოში. ჩვენი კურსდამთავრებულები იქნებიან კომუნიკაციის ფსიქოლოგები, რომლებსაც ექნებათ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების, ნეიროლინგვისტური პროგრამირების უნარები. ისინი მზად იქნებიან, შექმნან სწორი კონტენტი და მოარგონ ის საზოგადოებრივ ინტერესებს. ჩვენ უნდა შევქმნათ პიროვნული და პროფესიული თვითრეალიზების ახალი, საუკეთესო შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ განათლებით დასაქმების პერსპექტივას “, – ამბობს ნათია გოცაძე.

რას მისცემს „ალტერბრიჯი“ სტუდენტებს?

ნათია გოცაძის თქმით, სტუდენტები ცოდნას უშუალოდ პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან მიიღებენ და თავიდანვე ჩაერთვებიან საკომუნიკაციო აქტივობებში. სწორედ ამისათვის, უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციები კომუნიკაციების სფეროს სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მუშაობენ: მედია, სარეკლამო ინდუსტრია, მსხვილი კომპანიები თუ საჯარო უწყებები –

„ყველა ეს ორგანიზაცია მზადაა, „ალტერბრიჯის“ სტუდენტებს თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის და უნარების ათვისებაში დაეხმაროს.

კვლევითი პროექტები, საჯარო შეხვედრები, სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები და ფორუმები, პრაქტიკული სამუშაოები  – ესაა იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალი, რომელსაც უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს.

უნივერსიტეტს გააჩნია მჭიდრო კონტაქტები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან მსოფლიოს მასშტაბით. ეს წარმატებულ სტუდენტებს, გაცვლითი პროგრამებით, სხვადასხვა ქვეყნის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული კონტაქტების მეშვეობით, „ალტერბრიჯში“ პერიოდულად იგეგმება პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორების და ლექტორების ჩამოყვანაც, რომლებიც შესაბამის კურსებს გაუძღვებიან“.

რაც შეეხება მომავალ დასაქმებას, ნათია გოცაძის თქმით, „ალტერბრიჯი“ კომუნიკაციების სფეროში ახალ პროფესიონალებს გაზრდის, რომლებიც თავის სიტყვას იტყვიან ამ მიმართულებით.

,,სტრატეგიული კომუნიკაცია დღეს სჭირდება ყველას, ვისთვისაც საზოგადობრივი აზრი, ლოიალური მომხმარებელი, რეპუტაცია და გრძელვადიანი ურთიერთობებია მნიშვნელოვანი. ჩვენი კურსდამთავრებულები იქნებიან პროფესიონალები, რომლებიც შექმნიან  ამ ღირებულებებს. „ალტერბრიჯი“ მისცემს მათ საშუალებას, გახდნენ ბაზარზე ინოვატორი ლიდერები, სტრატეგები, რომლებიც საკომუნიკაციო პოლიტიკას აბსოლუტურად ახალ დონეზე აიყვანენ” – ამბობს ნათია გოცაძე.

 

[R]

ჰანს ციმერმა „ნეტფლიქსის“ აუდიობრენდინგის ვრცელი ვერსია შექმნა

SME Banking Club-მა „საქართველოს ბანკი“, კავკასიაში, SME ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა