in

რატომ უნდა განვავითაროთ კომუნა ჩვენი ბრენდის ირგვლივ?

რა აქვთ საერთო Burning Man-ს, Outdoor Voices-სა და Culture Amp-ს, ექსპონენციალური ზრდისა და პოპულარობის გარდა? როგორ შეიძლება არაფერი ჰქონდეთ საერთო ადამიანებს, რომლებიც იკრიბებიან შუა უდაბნოში, ერთ სპორტულ ხაზს მოიხმარენ ან ბიზნესის სამართავად მონაცემებს ერთი პლატფორმით ამუშავებენ… მათ ერთი რამ აერთიანებთ – Community Marketing – სათემო მარკეტინგი, ყოველდღიურად „ქომიუნითი მარკეტინგად“ რომ მოვიხსენიებთ ხოლმე. ესაა საზოგადოება, რომელსაც ბრენდი თავის გარშემო აერთიანებს და ფუნდამენტურ კავშირს აგრძნობინებს.

მაინც, რა არის სათემო მარკეტინგი?

ეს არის ბრენდის ზრდის სტრატეგია, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელთა გაერთიანებაზე იმ თემის გარშემო, რომელიც შეესაბამება ან პირდაპირ კავშირშია ბრენდთან მიმზიდველი და არაინტრუზიული გზით და მომხმარებელს პირველ ადგილზე აყენებს.

იმისათვის, რომ გავიგოთ რას გულისხმობს ასეთი მარკეტინგი და როგორ უწყობს ის ბრენდის ზრდას, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რა არის თემი და ვისწავლოთ ცოტა რამ ფსიქოლოგიის შესახებ, რომელიც ადამიანის კომუნიკაციის მოთხოვნილების უკან დგას.

იმის მიუხედავად, აცნობიერებენ თუ არა ამას, ყველა აყვავებულ თემს აქვს ძირითადი კომპონენტები. თემის განვითარების დასაწყისში, განსაკუთრებით სასარგებლოა იმის გაგება, თუ რას გულისხმობს ეს კომპონენტები:

მთავარი შემადგენელი მისი წევრები არიან, რომელთაც საერთო ინტერესი აქვთ და მზად არიან ერთმანეთზე იზრუნონ. მათი საერთო ინტერესების გამო გაერთიანება არის წინაპირობა, რათა ადამიანებს ერთმანეთი მოეწონოთ და ზრუნვის სურვილი გაუჩნდეთ. თემის წევრებს უნდა ჰქონდეთ კუთვნილების განცდა. მზად უნდა იყვნენ ერთობლივი მიზნების მისაღწევად სინქრონულად მუშაობისთვის.
როდესაც თქვენი ბრენდის გარშემო თემია შექმნის პროცესს იწყებთ, პირველი ნაბიჯი იდენტიფიცირებაა, თუ ვინ არიან თქვენი მომხმარებლები და რა აინტერესებთ მათ, რაც თქვენს ბრენდთან არის დაკავშირებული. შემდეგ, ეძებეთ გზები მათი გაერთიანებისა და ღირებული დაკავშირებისთვის.

ფსიქოლოგია თემის წევრების ადამიანური საჭიროებების მიღმა

გაიხსენეთ, ოდესმე თუ განგიცდიათ უარყოფა ან მარტოობა, რამდენად რთული იყო ეს. შესაძლოა, ვერ დასაქმდით სასურველ პოზიციაზე, რომლისთვისაც დიდხანს იბრძოდით ან პირადი ურთიერთობა მტკივნეულად დასრულდა. ამის გამო ნეგატიური განცდების ქონა ადამიანური მომენტია.

ადამიანებს აქვთ ურთიერთობის თანდაყოლილი მოთხოვნილება და ეს სულ უფრო ხშირად ჩანს ფსიქოლოგიურ კვლევებში, რომლებიც აკვირდებიან, რამდენად ღრმაა ეს საჭიროება. დოქტორ მეთიუ დ.ლიბერმანის თქმით, ძალაუფლებასა და სხვა შინაგან სტიმულზე, ასევე, ფულზე მეტად, ადამიანებისთვის ურთიერთობაა მნიშვნელოვანი. იმდენად, რომ ჩვენს ტვინზე უარყოფითად აისახება, როდესაც ჩვენ ხანგრძლივ იზოლაციაში ვრჩებით. ქრონიკულმა სოციალურმა იზოლაციამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის იმ ნაწილის ზომის შემცირებაც კი, რომელიც პასუხისმგებელია სწავლასა და მეხსიერებაზე. ჩვენი ოჯახი, მეგობრები, სამეზობლო და თანამშრომლები, მნიშვნელოვანი სოციალური კავშირებია ჩვენი ბედნიერებისა და წარმატებისთვის.

მარკეტერებისთვის ეს ბრენდის ზრდასა და მომხმარებელთა ჩართულობაზე ბევრად მეტია. ჩვენ ვიცით, თუ რამდენად განაპირობებს ადამიანის ქცევას, პიროვნულ ზრდას და წარმატებას ადამიანური ურთიერთობების მოთხოვნილება. ამდენად, შეგვიძლია ისიც გავიგოთ, თუ როგორ უწყობს ხელს ბრენდის ირგვლივ წარმატებული თემის შექმნა მის ზრდას.

შექმენით ადამიანების გაერთიანება, რომლებსაც მოსწონთ ღირებულების შექმნა. მომხმარებელზე ორიენტირებული სათემო მარკეტინგული აქტივობები მოიცავს ყველაფერს, დაწყებული მათი სოციალური მედიის სტრატეგიიდან, დამთავრებული ღონისძიებებით, რომლებსაც მასპინძლობენ მაღაზიებში. ეს ადამიანები უნდა აღაფრთოვანოთ ისე, რომ მათ თავიანთი სურვილით გააზიარონ თქვენი კონტენტი სოციალურ მედიასა და გარშემომყოფებში.

თემის ჩამოყალიბება, რომელიც ადამიანების ცხოვრების ნაწილია. როგორ აკეთებენ ამას ბრენდები? მაგალითად, Kitty and Vibe უფრო მეტია, ვიდრე ორმხრივი საცურაო კოსტიუმი, სახალისო პრინტებით. ბრენდი აქტიურად ურთიერთობს საკუთარ თემთან.
მაგალითად, ბრენდმა შექმნა Spotify ფლეილისტები: მომხმარებელს შეუძლია გამოიწეროს Kitty-ს და Vibe-ს Spotify და მიიღონ წვდომა სპეციალურად ბრენდის განწყობით შექმნილ ფლეილისტებზე. Instagram-ზე კი პროდუქტის რევიუ აქვს. ესაა რეგულარული განხილვა მიიმდინარეობს Kitty-ის საცურაო კოსტუმების ყველა ახალ დიზაინზემ პირდაპირ Kitty-ისა და Vibe-ის Instagram-ის თემთან ერთად. მომხმარებლები ხმას აძლევენ ყველაფერს, სტილიდან შაბლონებამდე და ფერებამდე – რაც პროდუქტს უფრო პერსონიზებულს ხდის.

 

წყარო: adroll

რა უნდა აჩუქოთ იმ ადამიანს, რომელსაც „მონა ლიზაც“ არ აკმაყოფილებს?

თიბისის მარკეტინგის გუნდს მაკუნა თავბერიძე უხელმძღვანელებს