ორგანიზაციული თვალსაზრისით, უფროსი პოზიციის ლიდერები დიდ როლს ასრულებენ გარემოს ჩამოყალიბებაში. ედგარ შაინმა, რომელიც ორგანიზაციული კულტურის „მამად“ ითვლება, აღნიშნა, რომ ის, რასაც ლიდერები აქცევენ ყურადღებას, არის როლური მოდელი, რითაც ისინი ასწავლიან და აძლიერებენ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ორგანიზაციულ კულტურაზე. ლიდერი, რომელიც მთელ დროს ატარებს მათზე მაღლა მდგომ ლიდერებთან, ხოლო უგულებელყოფს საკუთარ გუნდს, აგზავნის არასწორ სიგნალს. როდესაც ლიდერი უარს ამბობს შეცდომის ან სისუსტის აღიარებაზე, ის ამით თავის გუნდს „ეუბნება“, რომ არც მათთვისაა სწორი ამის გაკეთება.
ძალიან ხშირად, ლიდერობის განვითარების პროგრამებში ადეკვატურად არაა გათვალისწინებული კულტურა, ნორმები და სისტემა, რომლის ფარგლებშიც ლიდერი მუშაობს. ლიდერებს შეიძლება სთხოვონ, იფიქრონ გრძელვადიანი პერსპექტივით, შედეგებზე ორიენტირებულად, ან შეიძლება ასწავლონ თანამშრომლობა ორგანიზაციის საზღვრებს მიღმა, როდესაც ისინი დაჯილდოვდებიან თავიანთ ჯგუფში მუშაობისთვის. როდესაც ლიდერები ვერ აცნობიერებენ 1) კომპანიის კულტურისა და ორგანიზაციული კონტექსტის კრიტიკულ როლს და 2) უფროსი ლიდერების როლს ამ კონტექსტის ჩამოყალიბებაში, ისინი ძირს უთხრიან ლიდერობის განვითარების პერსპექტივას.
დასაწყისისთვის, უფროსმა ლიდერებმა მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბონ, როგორია ლიდერობა თქვენს კომპანიაში და შექმნან საერთო ენა თქვენი, როგორც ლიდერის ჩამოყალიბების მოლოდინების გარშემო. ამისათვის განიხილეთ საკითხები, როგორიცაა:
* რას აკეთებენ ჩვენი საუკეთესო ლიდერები ძალიან კარგად?
* რაში დასჭირდებათ ლიდერებს განვითარება მომავალში?
* რა არის უნიკალური ან განსაკუთრებული კულტურაში, რომელსაც ლიდერებისგან ველით?
მაგალითად, შეგიძლიათ კონცენტრირდეთ ისეთ შესაძლებლობებზე, როგორებიცაა:
* ლიდერობის მკაფიო ხედვა
* მაღალი ხარისხის კულტურის ჩამოყალიბება
* კარგი შედეგების მიღება
შემდეგი ნაბიჯი არის ლიდერობის ჩარჩოს შექმნა. ის მოიცავს სამ დამხმარე ქცევას თითოეული შესაძლებლობისთვის. ერთ-ერთია „ადამიანების განვითარების ხელშეწყობა, პერფორმანსის გასაუმჯობესებლად“, „კლიენტის პრობლემაზე ორიენტირება“, რაც ასახავს კომპანიის პრიორიტეტებსა და ღირებულებებს.
როლური ლიდერობა
თუ ლიდერი ხართ, ყველაზე ეფექტური რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, თქვენი კომპანიის კულტურა ლიდერობის მოლოდინებს რომ შეუსაბამოთ, არის თქვენი კომპანიის ლიდერული ქცევის მოდელირება. თქვენი ქმედებები არაპროპორციულად დიდ გავლენას მოახდენს კულტურის ჩამოყალიბებაზე.
კომპანია Intuit-ში ამის წახალისებისთვის, იწყებენ ზემოდან, უმაღლესი პოზიციის ლიდერებით, რომლებიც ლიდერობის განვითარებისთვის დებენ ძალისხმევას. უფროსი ლიდერები აყალიბებენ ორგანიზაციის დანარჩენ წევრებს შორის არსებულ ტონს, მათი ქმედებები – სიტყვებზე ბევრად უფრო მეტად – მიუთითებს იმაზე, რომ რისიც მათ სჯერათ მნიშვნელოვანია.
კომპანიაში ცდილობენ დაეხმარონ ლიდერებს, ხელი შეუწყონ ლიდერული ქცევის ჩამოყალიბებაში. ლიდერები იღებენ გამოხმაურებას თავიანთი გუნდებისგან და/ან მენეჯერისგან იმის შესახებ, თუ რამდენად მიჰყვებიან ლიდერობის პრინციპებს. შემდეგ ისინი ქმნიან განვითარების მიზნებს და ამ მიზნების მისაღწევად მუშაობენ.
ლიდერობა სწავლებით
Intel-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ენდი გროვი განიხილავს „მენეჯერული ბერკეტის“ კონცეფციას. ესაა ქმედებები, რომლებსაც შეუძლიათ მიმართონ ლიდერებმა თავიანთი ორგანიზაციის პროდუქტიულობის გასაზრდელად. ის მიიჩნევს ტრენინგს მაღალეფექტური აქტივობების ერთობლიობად, რაც მენეჯერს შეუძლია შეასრულოს.
ლიდერობის განვითარების კულტურის ასაშენებლად ჩვენი ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ვავარჯიშებთ ჩვენს ლიდერებს, რათა გამოიყენონ სწავლებადი ლიდერობის მომენტები. ეს შეიძლება იყოს ფორმალური შესაძლებლობები – მაგალითად, ჩვენ თითქმის ყველა სასწავლო პროგრამას ვგეგმავთ ისე, რომ ნაწილობრივ მაინც იყოს ლიდერი-მასწავლებელი. ჩვენ ვცდილობთ ამ შესაძლებლობების სტრუქტურირებას ისე, რომ ლიდერი ასწავლის იმ თემას, რომელსაც აქვს გატაცება და აზიარებს გაკვეთილებს საკუთარი გამოცდილებიდან და დაკვირვებებიდან.
სწავლება შეიძლება არაფორმალურ მომენტებშიც, როგორიცაა ყოველდღიური საუბრები ლიდერთან, 1-1-ზე ან გუნდურ შეხვედრებში. ლიდერებს შეუძლიათ განავითარონ ლიდერობის ფილოსოფია. შეუძლიათ დაუსვან საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:
* რა გამოცდილებამ ან დაკვირვებებმა მოახდინა გავლენა ჩემს ლიდერულ პოტენციალზე?
* რა მნიშვნელოვანი გაკვეთილები მივიღე გამოცდილებიდან?
* როგორ შემიძლია ჩემი გამოცდილების ქცევა ხელშესახებ რჩევებად?
აღიარეთ ლიდერი და წაახალისეთ
იმისათვის, რომ ლიდერმა ლიდერული ქცევები შეინარჩუნოს, ის სისტემატურაც უნდა გააძლიეროთ თქვენი პერფორმანს სისტემითა და სამუშაო პროცესით. შესაძლოა, ლიდერს ჰქონდეს სათანადო უნარები, მაგრამ კონკრეტულ გარემოებაში არ ავლენდეს მათ. სწორედ ესაა კომპანიის კულტურაც, რომლის როლიცაა წახალისება და გზის მიცემა ლიდერული ხასიათისთვის. განიხილეთ ყველა ფორმალური და არაფორმალური გზა, რომლითაც აჯილდოვებთ და აღიარებთ თქვენი ლიდერების ძალისხმევას. თითოეული ეს აქტივობა იძლევა შესაძლებლობას განამტკიცოს თქვენი ორგანიზაციის პოზიცია ლიდერობასთან მიმართებაში.
წყარო: HBR