in

როგორ შევქმნათ ველნეს კომპანია, დამფუძნებლის შთამაგონებელ ისტორიაზე დაყრდნობით?

ყველას უყვარს ამბები კომპანიების დამფუძნებლებზე. მაგალითად, საინვესტიციო ბანკირზე, რომელმაც სტრესულ სამსახურს თავი დაანება და ძაღლებისთვის ველნეს ბრენდი შექმნა, ან სიმსივნისგან განკურნებულ პაციენტზე, რომელმაც მიზნად დაისახა ტოქსინებისა და ქიმიური დანამატებისგან თავისუფალი კოსმეტიკური ხაზის შექმნა, ან დედაზე, რომელმაც ბავშვებისთვის ნატურალური „სნექის“ მოძებნა ვერ შეძლო და საკუთარის წარმოებას შეუდგა. ყველას გვიყვარს დავინახოთ საკუთარი თავი სხვების ისტორიებში, ვიგრძნოთ თავი დიდი საქმის ნაწილად, რომელმაც დიდ გამოწვევასთან გამკლავება იკისრა. ასეთი ამბები შთამაგონებელია და პროდუქტის მიზნობრიობა მნიშვნალოვნად სხვა ეტაპზე აჰყავს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

დამფუძნებლის ამბავი განსაკუთრებით პოპულარულია სილამაზისა და ველნესის სფეროში. უამრავი ბრენდი და პროდუქტი გამხდარა პოპულარული სწორედ იმ მიზეზით, რომ მისი ავტორის ამბავს წაუხალისებია საზოგადოება. მომხმარებლებს სურთ ბრენდები უფრო მეტად იყვნენ ღირებულებებზე ორიენტირებული და ასევე, მზად არიან უფრო მეტი გადაიხარონ, როდესაც პროდუქტის მიღმა შთამაგონებელი ამბავი დგას.

რაღაც კუთხით, ეს ყველასთვის მოგებიანი ვარიანტია. ნამდვილი ემოციები, რაც ბრენდის ავტორის მოწყვლად მხარეს გვაჩვენებს, მის მიმართ პატივისცემით გავსებს. მას არ ეშინია თქვას, რა შეცდომა დაუშვა ან რა მდგომარეობაში იმყებოდა, რისი შეცვლაც გადაწყვიტა. სწორედ ასეთი შთაგონება მართავს ველნეს ინდუსტრიას. ის აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ უკეთესი რეალობა შექმნან. თუმცა, ეს უტყუარ ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს.

ყველაფერს საკუთარ ამბავს ნუ დაუკავშირებთ

როდესაც ბრენდთან მხოლოდ ერთი ადამიანი ასოცირდება, ეს მრავალმხრივ მინუსებთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში, თუკი ბრენდის სახე თავად ხართ, თქვენ მის სტანდარტებს მიყვებით. ისტორიაში არსებობს მაგალითები, როდესაც დამფუძნებლები ნეგატიურ წნეხს ღებულობდნენ ყველაფერში, პირადი მარცხით დაწყებული, პირადი განცხადებებით დასრულებული. საბოლოო ჯამში, ეს პრობლემად იქცევა, რომელიც ეხება პიროვნებასაც და ბრენდსაც.

კიდევ ერთი გამოწვევა, რასაც დამფუძნებლები აწყდებიან, მათი ზედმეტად მჭიდრო ბმაა ბრენდთან, რის გამოც ადამიანებს ერთის მეორისგან გამიჯვნა უჭირთ. შედეგად, ასეთ ადამიანებს განვითარება უძნელდებათ. ხშირად, მათ აქვთ ზედმეტად მკაფიო პოზიციონირება ან მისია, რის გამოც, ცვლილებების გატარება უჭირთ, ხოლო მომხმარებლებს ერთფეროვნება ბეზრდებათ და სიახლეებს ითხოვენ.

ველნესისა და სილამაზის სექტორი სწრაფადცვალებადი ტენდენციებით, ტერმინოლოგიებითა და ისტორიებით ხასიათდება. როდესაც სილამაზის ინდუსტრია აქტუალური გახდა, მასთან მაიდენტიფიცირებელი სიტყვა იყო „ნატურალური“, რომელიც შემდეგ, შეცვალა „სუფთამ“ და „არატოქსიკურმა“. ეს მუდმივი განვითარება გვიჩვენებს, რომ თუკი ბრენდი არ ვითარდება, წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნება. ამდენად, ფიქსირებულ თხრობაზე დაფუძნებული ბრენდი დიდხანს ვერ შენარჩუნდება.

ცვლილებების შეტანა

თუკი მიზანი ავთენტურობა, უსაფრთხოება და მოქნილობაა, როგორ შექმნით ველნესის სფეროში დამფუძნებლის ისტორიას? პირველ რიგში, შექმენით ამბავი, რომელიც ცნობისმოყვარეობაზეა დაფუძნებული. მაგალითად, Goop-ის წარმატების მიღმა გვინეტ პელტროუა, რომელიც ყოველთვის მზადაა კოსმეტიკური და გამაჯანსაღებელი პროდუქტების პირადად გამოცდაზე. ამიტომ, მისი პროდუქტის მიმართ ნდობა იზრდება.

ეს ცნობისმოყვარეობაა ნიშნავს იმას, რომ როდესაც ის სხვადასხვა რამით ინტერესდება ველნეს ინდუსტრიაში და განსხვავებულ ტრენდებს ეცნობა, ბრენდი არ ზარალდება. ამის ნაცვლად, პელტროუს დამოკიდებულება ახალი იდეების მიმართ, მის მომხიბვლელობას ზრდის. მისი დამსახურებით, ბრენდი ჯანსაღი ცხოვრების სტილთან ასოცირდება.

როდესაც ბრენდები დამფუძნებლის შთამაგონებელი ისტორიის შექმნას ცდილობენ, უნდა გაითვალისწინონ მისი მეორეხარისხოვანი მიზანიც. ზოგიერთ შემთხვევაში, დამფუძნებლები შეიძლება იქცნენ ბრენდის საუკეთესო წარმდგენებად. ამის საუცხოო მაგალითია ველნეს კვების ბრენდი Moon Juice. როდესაც ის ბაზარზე გამოჩნდა, საზოგადოებამ ეჭვქვეშ დააყენა მისი პროდუქტი, რომელიც ადამიანის ტვინის ფუნქციას, კანსა და სექსუალურ აქტივობას უწყობდა ხელს. თუმცა, მას შემდეგ, რაც დამფუძნებელი ამანდა შანტალ ბეკონი გამყიდველებს სწორად კომუნიკაციასა და პროდუქტის წარდგენაზე ესაუბრა, სიტუაცია შეიცვალა. მას შემდეგ, მისი პირადი ისტორია და ბრენდის ისტორია გაიმიჯნა, თუმცა, ურთიერთდახმარების პრინციპი შენარჩუნდა.

ველნეს ინდუსტრიაში, სადაც უამრავი ბრენდი და განმეორებადი ტრენდი ფიგურირებს, ადვილია ჩიხში შეხვიდეთ და იგივე იმეოროთ, რასაც სხვები ამბობენ. სწორედ ამითაა სასარგებლო დამფუძნებლის ისტორია – ის სთავაზობს უნიკალურ პერსპექტივას და საუბრობს სპეციფიკურ საჭიროებაზე. სწორედ ამიტომ, დამფუძნებლები თავიანთ ბრენდთან ერთად განვითარებაზე უნდა ზრუნავდნენ.

 

წყარო: inc.



სოფიო გონგლიაშვილის ზღაპრული სამყარო შოტლანდიური პრემიუმ ვისკის, Glenfiddich-ის კამპანიაში WHERE NEXT

ანიმაციას “მიტოვებული სოფელი” ოტავას საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო დიზაინის პრიზი გადაეცა