12
Mar
2019

უფრო კომპეტენტური რომ ჩანდეთ, იყავით უფრო თავდაჯერებული

12 Mar 2019

ნაცნობი გრძნობაა: სანამ შენ საქმის კარგად შესრულებით ხარ დაკავებული, სხვები თითქოს უფრო სწრაფად მიიწევენ წინ კარიერაში. რა ხდება? ამ კითხვაზე პასუხი, უმეტესწილად, ისაა, რომ შენს ძალისხმევას არ განიხილავენ და არ აღიარებენ. ამის ერთ-ერთი უმთავსესი მიზეზია, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ საკმარისად დააფასონ საკუთარი კომპეტენტურობა, რაც საქმეში მნიშვნელოვანი ფაქტორია. არადა, კომპეტენტურობის გაცნობიერებაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მისი ქონა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

არა, განა, შედეგები თავის თავზე არ საუბრობენ? არა… მაშინაც კი, თუკი ყველაფერი ნათელია… აი, განვიხილოთ გამყიდველი: მისი გაყიდვები შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ ეს შესაძლოა მომხდარიყო მაღალხარისხიანი პროდუქტის ან მარკეტინგული სტრატეგიის ძალისხმევით. ხოლო, თუკი გაყიდვები დაეცემა, ეს შესაძლოა კონკურენციის ზრდით იყოს განპირობებული.

ხშირად, რთულია განსაზღვრო, რეალურად რამ განაპირობა შედეგი, რამდენად იმოქმედა ამ ყველაფერზე იღბალმა ან საქმის სირთულემ. ადამიანები მიდრეკილები არიან, სხვა ფაქტორებზე დაყრდნობით შეაფასონ თანამშრომელი, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი უნდა აკეთო კომპეტენციისა და გამოცდილების დასამტკიცებლად, ვიდრე უბრალოდ, შედეგის მიღებაა. ამის ერთ-ერთი საშუალებაა თავდაჯერებულობის დემონსტრირება.

1982 წლის ნოვატორულ კვლევაში განიხილეს კავშირი თავდაჯერებულობასა და კომპეტენციის აღქმას შორის. ფსიქოლოგებმა ბარი შლენკერმა და მარკ ლიარიმ 48 ცდისპირი გამოკითხეს. ცდისპირებს ჩოგბურთის შეჯიბრსა და კლასის გამოცდებზე მონაწილე 60 წარმოსახვითი ადამიანების კომპეტენცია უნდა განესაზღვრათ.

ცდისპირებს ჰქონდათ შემდეგი ინფორმაცია: მათ უთხრეს, როგორი იყო წარმოსახვითი ადამიანების მოლოდინები, შემდეგ კი, რეალური შედეგები გააცნეს.

ისინი, ვისაც ოპტიმისტური მოლოდინი ჰქონდა, ცდისპირებმა გაცილებით კომპეტენტურებად აღიქვეს, ვიდრე მორცხვები, იმის მიუხედავად, რამდენად ზუსტი იყო მათი პროგნოზი და რამდენად ზუსტი იყო შედეგი. სავარაუდოდ, ეს შედეგი მიუთითებს, რომ თუკი ვინმე გეკითხებათ, როგორია თქვენი მოლოდინი, უნდა გასცეთ დადებითი და მტკიცე პასუხი. ნეგატიური პროგნოზი უარყოფითად აისახება თქვენი კომპეტენციის აღქმაზე.

გასული რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, შეისწავლეს თავდაჯერებულობისა და მორიდებულობის ურთიერთპროეცირება. შედეგი საკმაოდ ურთიერთსაწინააღმდეგო აღმოჩნდა. როგორც ჩანს, თავდაჯერებულობის პროეცირებას დადებით ეფექტამდე მივყავართ მხოლოდ მაშინ, თუკი ის არაა ფარდობითი. ანუ ჩვენი კომპეტენტურობის ქება კარგი ჩანს, თუკი არ ირწმუნებით, რომ სხვები არ არიან კომპეტენტურები.

მაგრამ რატომ ჰგონიათ თავდაჯერებული ადამიანები უფრო კომპეტენტურები მაშინაც, თუკი შედეგი საწინააღმდეგოზე მეტყველებს? ერთი პასუხია ის, რომ ჩვენ მიდრეკილები ვართ დავიჯეროთ ის, რასაც გვეუბნებიან და შერჩევით მოვისმინოთ ინფორმაცია, რომელიც გვიდასტურებს ამ რწმუნებულებას.

ფსევდო თავდაჯერებულობა არაგონივრულია, რადგან ის ხელოვნურად ჩანს. ასევე, ზედმეტი სიმორცხვეც არაა სიკეთის მომტანი. ადამიანები მიდრეკილები არიან მორცხვი ადამიანების საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღებას და სანაცვლოდ თავდაჯერებულ ადამიანებს ირჩევენ.

იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ადამიანები ჩვენს შესაძლებლობებში, ჩვევად უნდა გამოვიმუშავოთ იმაზე საუბარი, რა გამოგვდის კარგად, აქცენტი ჩვენს კომპეტენტურობაზე გავამახვილოთ.

ვინ თქვა, რომ ეს ადვილია? იგრძნო თავი ბუნებრივად და თავდაჯერებულად იმის დემონსტრირებისას, რაც რეალურად შეგიძლია? ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა გამომდის კარგად? რომელია ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც მიმიღწევია? თუკი ამ კითხვებზე პასუხის გაცემა თავად გიჭირთ, როგორ დაარწმუნებთ ამაში სხვებს?

“შეაქეთ საკუთარი თავი თამამად” – უთქვამს ფილოსოფოს ფრენსის ბეკონს. თუკი გსურთ, რომ თქვენი მიღწევები სათანადოდ დაფასდეს, იფიქრეთ, როგორ ხედავს თქვენი მენეჯერი თქვენს შესაძლებლობებს? აქვს კი კომპეტენტურობის ჯანსაღი აღქმის უნარი? თუკი არა, იქნებ, სჯობდეს, თავად დაეხმაროთ მას ამის გაცნობიერებაში? ამგვარად, საკუთარ თავსაც და სხვებსაც თქვენს სასარგებლოდ განაწყობთ.

წყარო: HBR



განხილვა